მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, კახა თილიძე სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი კახა თილიძე სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენეს.
კახა თილიძე პროფესიონალი სამხედრო იყო, ის საქართველოს ძალოვან უწყებაში 11 წელი მსახურობდა, მონაწილეობდა 2014 წლის რუსეთ-უკრაინის ომშიც, წრთვნიდა და ამზადებდა უკრაინელ ოფიცრებს. ბოლოს უცხოელებით დაკომპლექტებულ უკრაინულ დანაყოფში ირიცხებოდა.

თილიძის ცხედარი სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და თანამებრძოლები იმყოფებოდნენ. მათ მებრძოლი გამორჩეულ მეთაურად და სამშობლოს პატრიოტად მოიხსენიეს.
კახა თილიძე ზაპოროჟიეს მიმართულებაზე ქუჩის ბრძოლებისას დაიღუპა. მას სამშაბათს დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის თებერვალში დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button