მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ჩემპიონის ქამარი დაიცვა
მერაბ დვალიშვილის ანგარიშზე MMA-ში 19 გამარჯვება და 4 მარცხია, მერაბ დვალიშვილისთვის ეს ზედიზედ მე-12 მოგება იყო

მერაბ დვალიშვილი კვლავ UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის ჩემპიონია. ქართველმა „მანქანამ” რუსი უმარ ნურმაგომედოვი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი პირველად დაიცვა. მერაბის სახელზე ახლა 19 გამარჯვება და 4 მარცხია
მერაბ დვალიშვილმა დღევანდელ ბრძოლაში UFC-ის რეკორდიც დაამყარა – ქართველი მებრძოლს ლიგის ისტორიაში უკვე ყველაზე მეტი, ჯამში 91 გდება აქვს შესრულებული.
ქართველმა მებრძოლმა ჩემპიონის ტიტული გასული წლის სექტემბერში, შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა და დღეს კარიერაში პირველად დაიცვა.
მერაბ დვალიშვილის ანგარიშზე MMA-ში 19 გამარჯვება და 4 მარცხია, მერაბ დვალიშვილისთვის ეს ზედიზედ მე-12 მოგება იყო. ნურმაგომედოვისთვის ეს MMA-ში პირველი მარცხი იყო, აქამდე რუსი მებრძოლის ანგარიშზე 18 გამარჯვება და 0 მარცხი იყო.
ორთაბრძოლის შემდეგ დვალიშვილმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ ის ფავორიტი არ იყო, მაგრამ შრომით ყველას დაუმტკიცა, რომ ჩემპიონის ტიტულის ღირსია.
„როდესაც ბრძოლას 6 კვირით ადრე დავთანხმდი, ტრავმირებული ვიყავი. ფეხი მქონდა ნატკენი და ნაკერები მედო, თუმცა ვიცოდი, რომ UFC-ის ვჭირდებოდი.
უმარი ძლიერი მებრძოლია. მან მე მოხუცი მიწოდა. დიახ, მოხუცი ვარ, მაგრამ ყოველდღე ვვარჯიშობ. მჯერა, რომ შრომითა და საკუთარი თავის რწმენით, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია.
მთელი მსოფლიო ჩემ წინააღდეგ იყო, ფავორიტად არ ვითვლებოდი, მაგრამ ეს არ მაინტერესებს, მე საკუთარი თავის რწმენა მაქვს“, – თქვა მერაბ დვალიშვილმა.
მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) ლიგაში საქართველოს კვლავ ორი მოქმედი ჩემპიონი ჰყავს:
მერაბ დვალიშვილი;
ილია თოფურია.
ილია თოფურია სოციალურ ქსელ „X“-ში გამოეხმაურა მერაბ დვალიშვილის გამარჯვებას:
„მერაბ, ძმაო, რა მებრძოლი ხარ, შენით ვამაყობთ. ეს ხდება, როცა დაღესტნური ჭიდაობა ხვდება ქართულ ჭიდაობას“, – დაწერა თოფურიამ.
ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი დაიცვა. ქართველმა მებრძოლმა რუსეთის სახელით მებრძოლი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა. ქართველმა მებრძოლმა ჩემპიონის ტიტული გასული წლის სექტემბერში, შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა და დღეს კარიერაში პირველად დაიცვა. მერაბ დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 23 შეხვედრის შემდეგ 19 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს. ეს მოგება მისთვის ზედიზედ მე-12 იყო.