მნიშვნელოვანისიახლეები

საჯარო სამსახურების დატოვების შესახებ დაწერეს არჩილ ჯაველიძემ და რევაზ კაკულიამ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელი, არჩილ ჯაველიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, რომ 9 წლის შემდეგ საჯარო სამსახურს ტოვებს.

„როგორი რთულიც არ უნდა იყოს დღეს სხვანაირად აღარ წარმომიდგენია”, – დაწერა მან.
თანამდებობის დატოვების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა, რევაზ კაკულიამ. ტექსტი, სადაც ის სამინისტროდან წამოსვლის შესახებ წერს, ევროინტეგრაციის მხარდამჭერია.

„მადლობა საქართველო პატივისთვის, მემსახურა 12 წელი შენი ევროპული გზისთვის. ყველა შენი თაობის ისტორიული, ზნეობრივი, ორგანულ-ცივილიზაციური და აწ უკვე, კონსტიტუციური მისიისა და არჩევანის აღსრულებისთვის.

თავისუფალ და განვითარებულ ერთა ყველაზე მძლავრ კავშირში, შენი მაქსიმალურად სწრაფი და სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის. სიცოცხლის, წინსვლის, ღირებულებებისა და კეთილდღეობის სივრცეში, შენი კუთვნილი ადგილის დამკვიდრებისთვის.

ღმერთია მოწმე, ბევრი რამ შევძელით, ამ გზაზე ბევრი ღირსეული ადამიანიც გავიცანი, გემსახურე კეთილსინდისიერად და დაუღალავად. ერთგვარ შემაჯამებელ ანგარიშზე, მომავალზე და გამოწვევებზეც მოგვიანებით.

მისია, არ ამოწურულა. სადაც არ უნდა ვიყო, როგორც არ უნდა ვიყო – ვემსახურები საქართველოს“, – დაწერა კაკულიამ სოციალურ ქსელში.

მსგავსი პოსტები

Back to top button