მნიშვნელოვანისიახლეები

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

აჭარის მთავრობის სახლთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია განახლდა.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო.

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს.

უწყვეტი პროტესტის 56-ე დღეს დემონსტრანტების მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც საქართველომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე გადადო.

აჭარის მთავრობის სახლთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია განახლდა.

მოქალაქეების მთავარი მოთხოვნაა, დროულად გათავისუფლდნენ სხვადასხვა აქციის დროს დაკავებული მოქალაქეები, ასევე, ქვეყანამ ევროინტეგრაციის პროცესი განაახლოს.

აქციის მონაწილეები, საპარლამენტო არჩევნების ხელახლა დანიშვნას მოითხოვენ.

„საქართველო რუსული რეჟიმის გარეშე, საქართველო ბიძინა ივანიშვილის გარეშე. შეუძლებელია ის ენერგია, რომელიც გროვდება გამარჯვების გარეშე დასრულდეს. ქვეყანას აქვს ევროპული მომავალი. ჩვენი სამშობლო, აუცილებლად გაიმარჯვებს”,- აღნიშნავენ აქციის მონაწილეები.

მსგავსი პოსტები

Back to top button