მნიშვნელოვანისიახლეები

სამოქალაქო აქტივისტების სახლებში პოლიცია შევიდა

სამოქალაქო აქტივისტების სახლებში პოლიცია ჩხრეკას ატარებს.

აღნიშნულის შესახებ ისინი სოციალურ ქსელში თავად წერენ.

კერძოდ, სამოქალაქო აქტივისა და „ფეისბუქ“ ჯგუფის, „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ქრისტინე ბოტკოველის (ნენსი ვოლანდი) სახლში სამართალდამცველები ამ წუთებშიც იმყოფებიან.

„ჩემს კართან მოვიდა პოლიცია, კარს თუ არ გააღებთ იძულებით შემოვალთო“, – დაწერა ბოტკოველმა სოციალურ ქსელში.

პოლიცია მის საცხოვრებელ სახლს ჩხრეკს. საგამოძიებო მოქმედებებს ადვოკატი შოთა თუთბერიძე ესწრება.

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს შოთა თუთბერიძემ თავად განუცხადა.

სამართალდამცველები იმყოფებიან „დაიტოვეს“ კიდევ ერთი დამფუძნებლის, ილია ღლონტის საცხოვრებელ სახლშიც.

აღნიშნულის შესახებ ილია ღლონტი სოციალური ქსელის ჯგუფში წერს.

„ჩემთანაც პოლიციაა მოსული!“ – წერს ღლონტი.

პოლიცია კიდევ ერთ სამოქალაქო აქტივისტთან ისაკო დევიძესთან ატარებს ჩხრეკას, ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

“ისაკო დევიძესთან შევიდა პოლიცია, მიმდინარეობს ჩხრეკა. დეტალები ჯერ უცნობია.” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციში.

მოგვიანებით ისაკო დევიძის ოჯახის წევრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს და ჯერჯერობით უცნობია, რომელ იზოლატორში უპირებენ გადაყვანას.

ახლობლების ცნობით, გვიან ღამით საპროტესტო აქციების მონაწილე, მარკ დავითიანი დააკავეს.

“ჩვენი მეგობარი დააკავეს. როგორც გავიგეთ, დიღმის იზოლატორშია! გუშინ ღამე ერთად წავედით სახლებში თავისუფლების მეტროში დავშორდით ერთმანეთს, იმის მერე არც ტელეფონს პასუხობდა და არანაირ კავშირზე არ იყო! ბიჭი დროშით ხელში! ყოველდღე აქციაზე იყო”, – წერს ჯგუფ “დაიტოვეში” თიკო გობრონიძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button