მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეებისპორტი

რაგბი ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა მოგებით დაიწყო – „ბორჯღალოსნებმა“ შვეიცარია დაამარცხა

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ახალი სეზონი პირველი შეხვედრა თბილისში „ავჭალის“ სტადიონზე გამართა და „ბორჯღალოსნებმა“ ტურნირის დებიუტანტი შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა – 110:0
“ბორჯღალოსნებმა” ისტორიაში სარეკორდო ანგარიშით გამარჯვება მოიპოვეს.

საქართველო – შვეიცარია 110:0

ლელო: ივანიშვილი (2), აფრასიძე (2), ტაბუცაძე (2), აფციაური (2), კვესელაძე, ჯაფარიძე, კახოიძე, მატკავა, სპანდერაშვილი, ალანია, შვანგირაძე, ხაინდრავა.

გარდასახვა: მატკავა (8), ნინიაშვილი (7)

საქართველოს ნაკრები თავიდანვე ფავორიტად იყო მიჩნეული და „ბორჯღალოსნებმა“ ეს სტატუსი გაამართლეს, მათ მეტოქეს 16 ლელო დაუდეს და იოლი გამარჯვება მოიპოვეს.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 8 თებერვალს, 15:00 საათზე, თბილისში, კვლავ „ავჭალის“ სტადიონზე გამართავს. ამჯერად „ბორჯღალოსნები“ ნიდერლანდების ნაკრებს უმასპინძლებენ.
საქართველო

ხაზი: 15. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 11. შალვა აფციაური (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. გელა აფრასიძე (პერპინიანი);

შერკინება: 1. ნიკა აბულაძე
(მონპელიე), 2. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 3. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 6. ბექა შვანგირაძე (ლიონი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი).

მარქაფა: 16. ვანო კარკაძე (მონპელიე), 17. ლუკა გოგინავა (მონ დე მარსანი), 18. ირაკლი აფციაური (ლიონი), 19. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 20. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი); 21. მიხეილ ალანია (ორიაკი), 22. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 23. გიორგი ხაინდრავა (ბორდო).
შეგახსენებთ, 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ამავდროულად, 2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა – ავსტრალიის საგზურს ევროპიდან ოთხი მოწინავე გუნდი მიიღებს, მეხუთე კი რეპეშაჟში ჩაერთვება.

,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

მსგავსი პოსტები

Back to top button