მნიშვნელოვანისიახლეები

პოლიციამ საპროტესტო აქციაზე პოლიტიკოსები გიგი უგულავა და ნიკა მელია დააკავა

ოლიგარქის პოლიციამ “თბილისი მოლთან” მიმდინარე აქციაზე გიგი დააკავა.

თბილისი მოლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიტიკოსები, “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა დააკავა.

ამ დროისთვის მელიასა და უგულავას დაკავების მიზეზი უცნობია. მანამდე ოლიგარქის პოლიციამ აქტივისტი დიმა ბიძინაშვილი დააკავა.

თბილისი მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს პოლიცია აკავებს. აქციაზე შეკრებილი ადამიანები გომელაურის უწყების წარმომადგენლებმა ძალის გამოყენებით რამდენიმე ნაწილად დაყვეს და გადაადგილება შეუზღუდეს. ამ დროისთვის თბილისი მოლთან დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული. მათ შორის როგორც საპატრულო, ასევე გდდ-ს და კრიმინალური პოლიცია.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, დიმიტრი ბიძინაშვილია.

ადგილზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა. ისინი მოქალაქეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button