მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ქართულ დელეგაციას ეროვნული ინტერესებისა და პოზიციების პრინციპულად დაცვისთვის
,,მზარ ვართ, აბსოლუტურად ღია ვართ თანამშრომლობისთვის ევროსაბჭოსთან, მათ შორის, გენერალურ მდივანთან,,-კობახიძე
მთლიანად დელეგაციამ და მისმა ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დაეცვათ ჩვენი ქვეყნის პოზიციები და მათი განსაკუთრებული დამსახურებაა ის, რომ არ დამტკიცდა გადაწყვეტილება ქართული დელეგაციის არცნობის შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ქართულ დელეგაციას ეროვნული ინტერესებისა და პოზიციების პრინციპულად დაცვისთვის.
„ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარა მთლიანად დელეგაციამ და მისმა ხელმძღვანელმა, პირველ რიგში, ქალბატონმა თეა წულუკიანმა. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ დაეცვათ ჩვენი ქვეყნის პოზიციები და მათი განსაკუთრებული დამსახურებაა ის, რომ არ დამტკიცდა გადაწყვეტილება ქართული დელეგაციის არცნობის შესახებ და შესაბამისად, არჩევნების არაღიარების თაობაზე. მინდა, თითოეულ მათგანს და პირველ რიგში თეა წულუკიანს გადავუხადო ამისათვის მადლობა, ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და პოზიციების პრინციპულად დაცვისთვის“, – განაცხადა პრემიერმა გადაცემა „იმედის კვირაში“.
მზარ ვართ, აბსოლუტურად ღია ვართ თანამშრომლობისთვის ევროსაბჭოსთან, მათ შორის, გენერალურ მდივანთან,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გენერალურ მდივანთან კონკრეტულ საკითხებზეც შედგა შეთანხმება.
“საპარლამენტო ასამბლეას მაინცდამაინც დიდი დატვირთვა არ აქვს, მაგრამ ჩვენ ვრჩებით, ბუნებრივია, ევროსაბჭოს წევრად. მზად ვართ, აბსოლუტურად ღია ვართ თანამშრომლობისთვის ევროსაბჭოსთან, მათ შორის, გენერალურ მდივანთან, რომელიც საქართველოში იყო ჩამოსული და კონკრეტულ საკითხებზეც მივაღწიეთ შეთანხმებას მასთან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროსაბჭოსთან განვაგრძობთ თანამშრომლობას”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.