მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის თებერვალში დაიწყო

უკრიანაში მიმდინარე ომს კიდევ ორი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ.
დაღუპულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, ასევე უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნი ვანო ნადირაძე. მისი ცნობით, მებრძოლები გუშინ, 5 თებერვალს ფრონტის წინა ხაზზე დაიღუპნენ.

როგორც ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს, ქართველი მებრძოლები – დავით დვალიშვილი და მამუკა ბერია გუშინ დაიღუპნენ.

„ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ წინა ხაზიდან გამოეყვანათ წუხელ ღამე.

დიდება ბრძოლაში დაცემულ გმირებს“, – აღნიშნავს ნადირაძე სოციალურ ქსელში.

ინფორმაცია მედიას დაუდასტურეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ შესრულდება ყველა საჭირო პროცედურა.

ომის დაწყების პირველივე დღეებიდან უკრაინაში რამდენიმე ასეული (არაოფიციალური ინფორმაციით, 2000-მდე) ქართველი მოხალისე იბრძვის.
ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე.
ომის დაწყებიდან (2022 წლის 24 თებერვლიდან) დღემდე, უკრაინაში 80-მდე ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

მსგავსი პოსტები

Back to top button