მნიშვნელოვანისიახლეები

EPP რეზოლუციის სამუშაო ვერსიაში ივანიშვილის, კობახიძის, კალაძის სანქცირებას ითხოვს

ჟურნალისტ თამარ ნუცუბიძის ინფორმაციით, EPP-ის ( ევროპის სახალხო პარტია) რეზოლუციის პროექტის სამუშაო ვერსიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი სალომე ზურაბიშვილია და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა მოთხოვნილი.

გარდა ამისა, სამუშაო ვერსიის თანახმად, EPP მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დააწესოს ინდივიდუალური სანქციები – ბიძინა ივანიშვილის, კახა კალაძის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის და სხვა პასუხისმგებელი პირების მიმართ.

როგორც ნუცუბიძე წერს, დოკუმენტი, რომელიც მას მიაწოდეს, 16-პუნქტიანია.

“EPP მიესალმება ევროკავშირის გადაწყვეტილებას ვიზა ფასილიტაციის შეჩერებაზე დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებზე, EPP მოუწოდებს უპირობოდ და რაც შეიძლება სწრაფად, გაათავისუფლონ პატიმრები, მოუწოდებს ევროკომისიას 120 მილიონი ევრო გადამისამართდეს არასამთავრობო სექტორზე და მედიაზე. მე-6 პუნქტში მზია ამაღლობელის ქეისია. შეგახსენებთ, რომ ეს არის EPP-ს, ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის რეზოლუციის დრაფტი! კენჭისყრაზე გავა შეჯერებული, ერთიანი (joint motion for resolution). ვნახოთ, რა პუნქტები გადავა ერთიან დოკუმენტში EPP-ს დრაფტიდან”, – წერს ნუცუბიძე და მე-6 პუნქტსაც ასაჯაროებს.
თამარ ნუცუბიძე წერს, რომ EPP მიესალმება ევროკავშირის გადაწყვეტილებას ვიზა ფასილიტაციის შეჩერებას დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის.

მისივე თქმით, დოკუმენტში პოლიტპატიმრების რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლების მოწოდებაა. ასევე, საუბარია ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელზე მზია ამაღლობელზეც.

EPP მოუწოდებს ევროკომისიას, გადაამისამართოს 120 მილიონი ევრო არასამთავრობო სექტორსა და მედიაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button