მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები
კობახიძე ორბანთან შეხვედრით კმაყოფილია-შეხვედრა დუბაიში შედგა

დუბაიში ვიზიტის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შევთანხმდით, რომ საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტი ბუდაპეშტში გაიმართება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, საუბარი ორმხრივი ურთიერთობების ძირითად მიმართულებებს შეეხო.
“ჩვენი საუბარი მოიცავდა ორმხრივი ურთიერთობის დადებითი დინამიკის ამსახველ ძირითად საკითხებს. შევთანხმდით, რომ საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტი ბუდაპეშტში გაიმართება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენს პარტნიორობას. საქართველო მტკიცედ თანამშრომლობის გაღრმავებისა და საერთო ინტერესების სფეროებში პარტნიორობის ახალი შესაძლებლობების გამოვლენის ერთგულია,” – აცხადებს ირაკლი კობახიძე.