მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

„არ მინდა ისტორიაში შევიდე, ადამიანი, რომელიც დაეხმარა პუტინს ჩემი ქვეყნის ოკუპაციაში“ – უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არ სურს ისტორიაში შევიდეს, როგორც ადამიანი, რომელიც პუტინს საკუთარი ქვეყნის (უკრაინის) ოკუპაციაში დაეხმარა.

“არ მინდა ისტორიაში შევიდე, როგორც ადამიანი, რომელიც დაეხმარა პუტინს ჩემი ქვეყნის ოკუპაციაში”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობის აუცილებლობას და განაცხადა, რომ მიუნხენში სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა შეუძლებელია.

ზელენსკიმ ასევე ისაუბრა შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის მემორანდუმზე იშვიათი ლითონების შესახებ და განაცხადა, რომ დოკუმენტს მისი გუნდის იურისტები სწავლობენ და ვაშინგტონს გადამუშავებულ ვერსიას მიაწვდიან.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მზად არის ნებისმიერ დროს შეხვდეს მიუნხენში ყოფნისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯ.დ. ვენსს, მაგრამ დასძინა, რომ ჯერ არ არის მზად მემორანდუმის გასაფორმებლად.

შეგახსენებთ, 2 დღის წინ გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისაუბრა პუტინის სურვილზე ომის დასრულებასთან დაკავშირებით, რაზეც ზელენსკის პასუხი იყო, რომ არ ენდობა პუტინს და დასავლელ ლიდერებსაც იგივეს ურჩევს.
დღეს, მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია დაიწყო, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის 60-მდე ლიდერი და ასობით წარმომადგენელი ესწრევა. კონფერენცია გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გახსნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button