მნიშვნელოვანისიახლეები

,,სამშობლოს ღალატის მუხლი სააკაშვილმა და მისმა ბანდამ ამოიღო იცოდნენ სახელმწიფო ინტერესებში არ იყო,,-ზარქუა

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის კოდექსს „სამშობლოს ღალატის“ მუხლი დაემატება

სააკაშვილმა და მისმა ბანდამ ამოიღო ეს მუხლი ჩვენი კანონებიდან. რატომ? – იმიტომ რომ ზუსტად იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ სახელმწიფო ინტერესებში არ იყო – წინმსწრებად, “ემანდ” რაღაც არ მოხდეს და მერე ჩვენ არ გაგვასამართლონ ამ მუხლითო და სავარაუდოდ, ამიტომ ამოიღეს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან “სამშობლოს ღალატის” მუხლთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ის, ვინც საკუთარ ქვეყანას, ეკლესიას და ქართულ ინტერესებს მტრობს, მკაცრად გასამართლდება.

„იცით, რომ სააკაშვილმა და მისმა ბანდამ ამოიღო ეს მუხლი ჩვენი კანონებიდან. რატომ? – იმიტომ რომ ზუსტად იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ სახელმწიფო ინტერესებში არ იყო. ამიტომ წინმსწრებად, „ემანდ“ რაღაც არ მოხდეს და მერე ჩვენ არ გაგვასამართლონ ამ მუხლითო და სავარაუდოდ, ამიტომ ამოიღეს – ეს იყო არგუმენტი. ჩვენ დავაბრუნეთ დღის წესრიგში [“სამშობლოს ღალატის” მუხლი], რადგან გვგონია, ჩვენ რასაც ვისმენთ – რა არგუმენტები, დასკვნები და მოცემულობაც გვაქვს, ეს სამშობლოს ღალატია და მეტი არაფერი. ამასთან დაკავშირებით არა ჩვენ, არამედ სასამართლო და შესაბამისი ინსტიტუციები მიიღებენ გადაწყვეტილებას. ჩვენ უბრალოდ მუხლი აღვადგინეთ. ის, ვინც საკუთარ ქვეყანას, ეკლესიას და ქართულ ინტერესებს მტრობს, ბუნებრივია, მკაცრად გასამართლდება”, – განაცხადა ზარქუამ.

ოპოზიცია ყველაფერს იწუნებს, რაც საქართველოსთვის კარგია და მხოლოდ ის მოსწონს, რაც საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის ცუდია, ამიტომ გასაკვირი არაფერია, მით უმეტეს იმ ოპოზიციისგან, რომელმაც აგვისტოს ომამდე, 2007 წელს გააუქმა სამშობლოს ღალატის მუხლი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლადო ბოჟაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ისინი გეგმავდნენ, ხალხისთვის და საკუთარი ქვეყნის ინტერესებისთვის ეღალატათ.

„ჩვენ ვაბრუნებთ მუხლს ზუსტად იმ ფორმულირებით, რაც მანამდე იყო. სწორედ იმის გამო, რომ ვინმეს გარკვეული პოლიტიკური ინსინუაციების საშუალება არ მიეცეს. სისხლის სამართლის კოდექსში მუხლი დაბრუნდება და ყველას ეცოდინება, ვინც უკვე უღალატა ან მომავალში სამშობლოს ღალატს აპირებს. ამ მუხლის დაბრუნების საჭიროება ძალიან მარტივია, მსოფლიოში არ არსებობს სახელმწიფო, სადაც ასეთი მუხლი არ არსებობს. ის საჭიროებები და გამოწვევები, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს, გვავალდებულებს, რომ ეს მუხლი დაბრუნდეს სისხლის სამართლის კოდექსში, რათა საზოგადოებამ ზეპირსიტყვიერად, პოლიტიკოსის ქცევით ან დამოკიდებულებით შეაფასოს მისი დამოკიდებულება საკუთარი ხალხის, ქვეყნის მიმართ და, ყველაზე მთავარი, ამას, ასევე, სამართლებრივი შეფასება მიეცეს“, – განაცხადა ბოჟაძემ.

„ქართული ოცნება“ სამშობლოს ღალატის მუხლს აბრუნებს

ჩვეულებრივი ამბავი გახდა სიცრუის დიდი გუდით რომელიმე ევროპულ ფორუმზე ჩასვლა და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საუბარი, ამ ტენდენციის განვითარებას შეჩერება სჭირდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებაზე სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენასთან დაკავშირებით.

„ღალატი ჩვეულებრივ პროფესიად იქცა. ჩვეულებრივი ამბავი გახდა, როცა სიცრუის დიდ გუდას შეკრავ და ამ გუდით რომელიმე ევროპულ ფორუმზე ჩახვალ. შემდეგ გუდას თავს მოხსნი და რასაც გინდა, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საუბრობ. თითქოს ეს ქვეყნის შიგნით ვიღაცის პოლიტიკურ ამბიციას აკმაყოფილებს და ვიღაცას გულს ფხანს, მაგრამ სინამდვილეში ეს ქვეყნის წინააღმდეგ აშკარა მოქმედებებია. არამხოლოდ ღია მოქმედებებზეა საუბარი, აქ საუბარია კონსპირაციაზეც, რომელიც ძალიან ადვილად იკითხება მაშინ, როდესაც სიღრმისეულად გაანალიზებ ვითარებას – ვის უნდა ომი? რისთვის არის ეს ომი საჭირო? რა სჭირდება ევრობიუროკრატიის გარკვეულ დონეებს? აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციის რესურსი რისკენ არის მიმართული და ამას ემსახურები. ზედაპირზე სულ სხვა რიტორიკა გამოგაქვს, თითქოს დემოკრატიის სამსახურში ხარ, მაგრამ სინამდვილეში ფარდის მიღმა აწარმოებ ქვეყნის ისეთ საწინააღმდეგო ქმედებას, რომელიც პირდაპირ მიმართულია ქვეყნის საომარ ცეცხლში შეყვანაზე. რასაკვირველია, ეს ქვეყნის ღალატია, რაც პროფესიად იქცა. ამ პროფესიას და ამ ტენდენციის განვითარებას შეჩერება სჭირდება. რასაკვირველია, კონკრეტული მტკიცებულებები უნდა იყოს და ეს არ უნდა იყოს პოლიტიკური ანგარიშსწორების რაიმე მექანიზმი“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

მსგავსი პოსტები

Back to top button