მნიშვნელოვანისიახლეები

საპროტესტო მარშის მონაწილეებს ფილარმონიასთან ორი პირი თავს დაესხა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიიდან წამოსული მარშის მონაწილეებს, რომლებიც საპროტესტო მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიდიოდნენ, ფილარმონიის მიმდებარედ ორი პირი თავს დაესხა.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ხმლითა და ე.წ. ბეისბოლის ბიტით შეიარაღებული უცნობი პირები ავტომობილიდან გადმოვიდნენ და აქციის მონაწილეების მიმართ აგრესიაზე გადავიდნენ.

მოგვიანებით აღნიშნულმა პირებმა ტერიტორია დატოვეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button