მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის პრეზიდენტი მზადაა, უკრაინაში მშვიდობისთვის, ან ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ, პრეზიდენტის თანამდებობა დათმოს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზადაა, უკრაინაში მშვიდობისთვის, ან ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ, პრეზიდენტის თანამდებობა დათმოს. ამის შესახებ მან “უკრაინა. 2025 წლის გზა” ფორუმზე ისაუბრა, იტყობინება UNN-ი.

პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის კითხვაზე, მზად ხართ თუ არა დატოვოთ პრეზიდენტის პოსტი, თუ ეს ნიშნავს მშვიდობას უკრაინისთვის, ზელენსკიმ უპასუხა:

„უკრაინაში მშვიდობისთვის თუ ნამდვილად გჭირდებათ, რომ ჩემი პოსტი დავტოვო, მაშინ მე მზად ვარ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მზადაა, პრეზიდენტის თანამდებობა დატოვოს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების სანაცვლოდაც.

მისივე თქმით, პრეზიდენტად „ათწლეულის მანძილზე ყოფნას არ აპირებს“.

მსგავსი პოსტები

Back to top button