მნიშვნელოვანისიახლეები

,,მომავალ დღეებში საზოგადოებას გააცნობენ დოკუმენტს, რომელიც წარმოაჩენს, რა უნდა იყოს არჩევნების პირობები,,-მეხუთე პრეზიდენტი

ყველა კითხულობს, რა არის გეგმა. გეგმა არის ერთი და უალტერნატივო – ახალი არჩევნები – სხვა გამოსავალი, მშვიდობიანი გამოსავალი არ არსებობს, თუ არა არჩევნები , – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მომავალ დღეებში საზოგადოებას გააცნობენ დოკუმენტს, რომელიც წარმოაჩენს, რა უნდა იყოს არჩევნების პირობები.

“მე დარწმუნებული ვარ, რომ არ მოიძებნებიან საქართველოში ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად უნდათ, რომ საქართველო ჩაბარდეს რუსეთს. ალბათ, სხვადასხვა გამართლება აქვთ საკუთარ თავში, მაგრამ, არ მჯერა, რომ საქართველოში იბადებიან ადამიანები, რომლებიც უყურებენ, როგორი არის რუსული რეჟიმი და სჯერათ, რომ საქართველო უკეთ იქნება რუსული ჩექმის ქვეშ.

სამაგიეროდ, მე მჯერა თქვენი და მჯერა იმისა, რომ ჩვენ მივდივართ სწორ გზაზე. ეს სწორი გზა რა არის, ყველა კითხულობს, რა არის გეგმა. გეგმა ერის ერთი და უალტერნატივო – ახალი არჩევნები. თქვენც შეამჩნევდით, რომ უფრო და უფრო მეტი ჩვენი უცხოელი პარტნიორი ითხოვს ახალ არჩევნებს იმიტომ, რომ ყველამ ძალიან კარგად იცის მსოფლიოში, რომ როცა არსებობს ასეთი ღრმა კრიზისი ქვეყანაში, სადაც ერთ მხარეს დგას რეჟიმი, რომელიც ვითომც და არაფერს არ თმობს და მეორე მხარეს დგას საზოგადოება, რომელიც არაფერს არ დათმობს იმიტომ, რომ დასათმობი არაფერი არ აქვს, ეს არის ღრმა კრიზისი, რომელიც უკვე ოთხი თვეა, ეს უკვე ნიშნავს, რომ სხვა გამოსავალი, მშვიდობიანი გამოსავალი არ არსებობს, თუ არა არჩევნები.

არჩევნები ნიშნავს, რომ როცა კრიზისია, შენ უბრუნდები ხალხს და ეკითხები, შენ როგორ გინდა, შენი ნება რა არის. ქართველი ხალხის ნება არის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი. ეს არჩევნები დაინიშნება, ამაზე კითხვის ნიშანიც არ დგას. რა უნდა იყოს გეგმა? მომზადება არჩევნების და ეს მომზადება გადის რამდენიმე საკითხზე. პირველი, უნდა მოვამზადოთ არჩევნების პირობები, ამაზე პრაქტიკულად მზად ვართ და მომავალ დღეებში გაეცნობით დოკუმენტს, რომელიც წარმოაჩენს, რა უნდა იყოს არჩევნების პირობები. მეორე, მოვემზადოთ არჩევნებისთვის ეს ნიშნავს, რომ დღესვე, თუ არა გუშინ, უნდა მოვამზადოთ კომისიის წევრები და დამკვირვებლები, მთელი ჯარი უნდა მოვამზადოთ იმისათვის, რომ მეორედ ვერავინ ვერ შეძლოს არჩევნების გაყალბება. ეს არის ჩვენს ხელში და ჩვენი ყველასი გასაკეთებელია და დღეს უნდა დავიწყოთ. მესამე და ამაზე ვმუშაობთ, ჩვენ უნდა მოვიპოვოთ ყველაზე სანდო პარტნიორებისგან ყველანაირი დახმარება იმისათვის, რომ გალაყების ფორმები, რაც გამოიყენეს, ვეღარ გამოიყენონ. ეს ეხება ელექტრონულ არჩევნებს და ბევრ რამეს. ჩვენი პარტნიორები დღეს სწორედაც მუშაობენ არჩევნების საკითხებზე, რამეთუ მათ გაიგეს კარგად, რომ მანიპულაცია და გაყალბება არჩევნების გახდა რუსეთისთვის ახალი სტრატეგია, რომელიც დაიწყო საქართველოდან და შეეხება ევროპის სხვა ქვეყნებს ხვალ და ზეგ, თუ დღეს არ დავამარცხეთ ეს სტრატეგია. ამისათვის ყველამ უნდა შეისწავლოს აქ რა მოხდა და ყველამ ერთად უნდა მოვნახოთ გზები, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ ამ გაყალბებაზე და აღარ დავუშვათ არასდროს,ეს არის ჩვენი ყველასი ერთად გასაკეთებელი.

კიდევ რა უნდა გავაკეთოთ? ამაში ასევე ჩართული ვარ, უნდა შედგეს მეტი კოორდინაცია ყველას შორის. ერთის მხრივ პოლიტიკური პარტიები, მეორეს მხრივ, ახალი პოლიტიკური პარტიები, ასევე ის ორგანიზაციები, რომლებიც დღეს თქვენთან არიან, ქუჩაში დგანან.

მე არ ვიცი, რამდენი პოლიტიკური პარტია მიიღებს მონაწილეობას შემდგომ არჩევნებში და ყველას ვუსურვებ დიდ წარმატებას ერთად, ყველა პროევროპულ პარტიას, მაგრამ ერთი რამ, ვიცი – პროგრამა შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი – ეს არის ქართული ქარტია, სადაც წერია, რომ ყველა რუსული კანონი უნდა იყოს გაუქმებული, სადაც წერია, რომ ყველა პატიმარი უნდა გათავისუფლდეს, სადაც წერია, რომ სამართლიანი სასამართლო უნდა დავიბრუნოთ, სადაც წერია, რომ კორუფცია უნდა დავძლიოთ, სადაც წერია ყველაფერი ის, რაც გასაკეთებელი არის არჩევნებიდან პირველ ექვს თვეში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ეს რუსული რეჟიმი რეპრესიების მანქანად გადაიქცა, სხვა კანონების მიღება არ შეუძლიათ, გარდა რეპრესიულისა, სხვა არაფრის კეთება არ შეუძლიათ, გარდა შეურაცხყოფისა და დარბევისა, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთრე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მომიტინგეებს განუცხადა.

ზურაბიშვილი გურიაში არსებულ სტიქიასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ტყუილად არსებობს უსაფრთხოების საბჭო, საგანგებო დეპარტამენტი და ძალოვნები, რომლებიც პროტესტის მქონე პირებს არბევენ, ხოლო როცა ადამიანებს შველა სჭირდებათ, იქ ვერაფერს აკეთებენ.

“რეჟიმი, რომელიც ვერ მართავს ქვეყანას და ამის მაგალითი არის დღეს გურიაში, აჭარაში, ვერაფერს აკეთებენ, ვერ მართავენ და მხოლოდ ტყუილები შეუძლიათ, თითქოს სამი დღის წინ გაგზავნეს საგანგებო ძალები. არაფერიც, დღეს დაიწყეს, როცა ხალხის რეაქცია მოჰყვა. ტყუილად არსებობს უსაფრთხოების საბჭო, საგანგებო დეპარტამენტი, ტყუილად არიან ამდენი ძალოვნები – მხოლოდ თქვენთვის, თორემ როცა საქმე სასწრაფოა, ადამიანები არიან გადასარჩენი, დასაცავი, იქ არაფერს აკეთებენ, რადგან ეს რეჟიმია და არა ქვეყნის მმართველობა, ვეღარ მართავენ იზოლაციაში, ჩვენი ყველა პარტნიორისგან იზოლაციაში, თქვენგან იზოლაციაში და აღარ იციან, რა გააკეთონ, რა გამოიგონონ. ეს რუსული რეჟიმი რეპრესიების მანქანად გადაიქცა, სხვა კანონების მიღება არ შეუძლიათ, გარდა რეპრესიულისა, სხვა არაფრის კეთება არ შეუძლიათ, გარდა შეურაცხყოფისა და დარბევისა. თუ რამე პოზიტიური გაგახსენდათ, რაც არჩევნების გაყალბების შემდეგ გააკეთეს, მომაწოდეთ ინფორმაცია, რადგან მე მსგავსი არაფერი მახსენდება, მხოლოდ ამ ქვეყნის დაჩაგვრა და მხოლოდ ამ ქვეყნის გადაცემა მტრისთვის – ეს არის მათი ხელწერა და ეს უნდა დავინახოთ ყველამ 25 თებერვალს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ომის, ოკუპაციის, გატაცებების, სხვადასხვა ეკონომიკური ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ არ მივეცით საშუალება რუსეთს, არ დავუთმეთ არც ჩვენი ევროპული გზა, არც ჩვენი დამოუკიდებლობა და არც ჩვენი თავისუფლება და აბა აქ, შიდა რუსულ რეჟიმს რას, დავუთმობთ? – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, საზოგადოება, ძალადობის მიუხედავად, რუსთაველზე დგას, რათა კიდევ ერთი 25 თებერვალი არ განმეორდეს.

“დღეს საზოგადოება, რომელიც დგას აქ 90 დღე, არ ეპუება, არ ეგუება იმ ძალადობას, რომელსაც ყოველდღიურად უწყობენ. ყველაფერი სცადეს – წყლის ჭავლები, ტყვიები, ძალადობა, შეურაცხყოფა, უსუსური ჯარიმები, კიდევ ძალადობა და კიდევ შეურაცხყოფა, მაგრამ დგანან… დგას მზია ამაღლობელი, დგას თემურ ქათამაძე, ყველა ის დგას, ვინც დღეს პატიმარია. დგანან და იდგებიან, სანამ ჩვენ აქ ვიდგებით. ეს არის მაგალითი 25 თებერვლის მერე, რომ ქვეყანა კიდევ დგას და იდგება იმიტომ, რომ ჩვენ არ დავთმობთ და არ მივცემთ საშუალებას დღეს რუსულ რეჟიმს, რომ აქ ისევ რუსული ოკუპაცია დააწესოს.

ომის, ოკუპაციის, გატაცებების, სხვადასხვა ეკონომიკური ზეწოლის მიუხედავად, ჩვენ არ მივეცით საშუალება რუსეთს, არ დავუთმეთ არც ჩვენი ევროპული გზა, არც ჩვენი დამოუკიდებლობა და არც ჩვენი თავისუფლება და აბა აქ შიდა რუსულ რეჟიმს რას დავუთმობთ? – არც არაფერს, ესენი ვერ შეძლებენ ჩვენს დამორჩილებას”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, დღეს რუსთაველზე მოქალაქეები შეიკრიბნენ არა იმიტომ, რომ ტრაგიკული დღე გაიხსენონ, არამედ იმიტომ, რომ 1921 წლის, 25 თებერვალი აღარასდროს განმეორდეს.

ზურაბიშვილის თქმით, დღესაც „პროპაგანდა გვეუბნება, რომ თურმე რუსეთს მშვიდობა უნდა და თურმე ვიღაც „ომის პარტიას“ უნდა ომი“.

„დღეს, 25 თებერვალს, ჩვენ უნდა ვიკრიბებოდეთ, ალბათ, სიონში და პანაშვიდს უნდა ვუხდიდეთ მათ სულებს, იმ გმირების სულებს, რომლებიც დაკრძალულნი არიან პარლამენტის ტერიტორიაზე, ამიტომ სწორი ადგილია დღეს აქ დგომა და არა იქ დგომა. იქ, სამწუხაროდ, დიდი ბრძოლის შემდეგ, იქ, სამწუხაროდ, მხოლოდ ძალიან პატარა დაფის დადგმის უფლება მოგვცეს, ჩიტაძის ქუჩაზე, გვერდით, რომ არავინ დაინახოს იმ იუნკერების სახელი და გვარები, ვინც აქ არიან დასაფლავებულები. პარლამენტში კი არ არის არცერთი დაფა, არც მათი სახელები და არც მათი გვარები. მაგრამ ჩვენ არ ვივიწყებთ მათ, არ ვივიწყებთ იმ 25 თებერვალს, იმ ძალიან ცივ დღეს, დღესაც ძალიან ცივი დღეა და არ გვავიწყდება, რომ სწორედ აქ, რუსთაველზე შემოაბიჯებდა რუსეთის ჯარი. დღეს ალბათ ყველა სკოლაში უნდა ასწავლიდნენ, რა დღეა დღეს, რა მოხდა მაშინ, ვინ შემოაბიჯა ჩვენს დედაქალაქში, ვინ იყო ის ვითომც და მშვიდობის მტრედი, რომელთანაც დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ მოაწერა ხელშეკრულებას ხელი, რომ მშვიდობას და სუვერენიტეტის აღიარებას მოუტანდა. მელანი გამშრალიც არ იყო, რომ შემოაბიჯა რუსულმა ჯარმა. ეს არის რუსეთი. დღესაც პროპაგანდა რომ გვეუბნება, რომ თურმე რუსეთს მშვიდობა უნდა და თურმე ვიღაც „ომის პარტიას“ უნდა ომი. ის უნდა გავიხსენოთ და ამას უნდა ასწავლიდნენ სკოლებში, რომ მაშინაც ამას ეუბნებოდა რუსეთის პროპაგანდა, რომ თურმე ევროპელები იყვნენ იმპერიალისტები და მათ უნდოდათ ომი და რუსეთს უნდოდა მშვიდობა, მეზობლური ურთიერთობა. დაუჯერეს, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას და შედეგიც იმ დღეს დადგა, როცა 25 თებერვალს შემოაბიჯა რუსეთმა რუსთაველზე.

ჩვენ აქ ვდგავართ არა იმიტომ, რომ ტრაგიკული დღე გავიხსენოთ და ტრაგიზმში ვიცხოვროთ, არამედ ვდგავართ იმიტომ, რომ ეს დღე აღარასდროს განმეორდეს. რუსული ოკუპაცია ერთხელ დამთავრდა და მეორედ არ უნდა განმეორდეს. ეს დღე ტრაგიკული იყო, მაგრამ ამავე დროს იყო მაგალითი იმისა, თუ რას ნიშნავს, როცა ადამიანები მზად არიან, ყველაფერი დადონ სასწორზე, თავიანთი სიცოცხლეც და დაიცვან სამშობლო. მათ არავინ დაივიწყებს, ხოლო მოღალატეებს ძალიან მალე დაივიწყებენ. მათ დაგვიტოვეს ძალიან დიდი განცდები, დიდი მაგალითი, დიდი იმედი და მართლაც, საქართველომ გაამართლა იმედი. შავბნელი და ძალიან გრძელი წლების შემდეგ დადგა 31 მარტი, 9 აპრილი, დამოუკიდებლობის აქტის აღდგენის დღე, 26 მაისი, იმ 26 მაისის გასახსენებლად და აღსადგენად. საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც არ ეგუება, არ ეპუება და არასოდეს არ თმობს თავის მომავალს და დამოუკიდებლობას. ეს მაგალითი დღეს ცოცხალია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button