მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობისთვის ორი „კანდიდატი“, ადგურ არძინბა და ბადრა გუნბა იბრძვის.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში 152 „საარჩევნო უბანია“ გახსნილი.
ცნობისთვის, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ბადრა გუნბამ ხმების 46,38% მიიღო, ხოლო ადგურ არძინბამ 36,92%.
დე ფაქტო არჩევნების პირველი ტური 15 თებერვალს გაიმართა.
საქართველოს ოკუპირებული რეგიონის გარდა, ე.წ. საარჩევნო უბნები გახსნილია რუსეთში, მოსკოვსა და ჩერკასკში.