მნიშვნელოვანისიახლეები

ოლიგარქი ივანიშვილის წარმომადგენლებმა პარლამენტში, შეზღუდვები ონლაინ -მედიასა და გაზეთებსაც დაუანონსეს

არალეგიტიმური პარლამენტის კომიტეტმა მედიის შემზღუდველ ცვლილებებს I მოსმენით მხარი დაუჭირა

არალეგიტიმური, ერთპარტიული პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მედიის შემზღუდველ კანონპროექტთან დაკავშირებით ამბობს, რომ ის ონლაინ მედიებსა და გაზეთებს არ ეხება, მაგრამ “შეუძლიათ დამატებით გააგრძელონ მუშაობა ამ საკითხის რეგულირებაზე”.

გორდულაძემ ეს არალეგიტიმური პარლამენეტის კომიტეტის სხდომაზე თქვა, სადც მედიაში ცენზურის დამწესებელ კანონრპოექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.

“ჩვენი ცვლილებები გაზეთებს და ონლაინ მედიას არ ეხება. დამატებითი გამოწვევა არსებობს, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, დამატებით გაჩნდა ინფორმაციის გავრცელების ალტერნატიული წყაროები და ზღვა ნიაღვარი, რომელიც მომდინარეობს სხვადასხვა პლატფორმებიდან და ონლაინმედიებიდან, არის გამოწვევა და რეალურად, საზოგადოების დიდი ნაწილი ინფორმაციას ამ მედიებიდანაც იღებს. ჩვენ შეგვიძლია დამატებით გავაგრძელოთ მუშაობა ამ საკითხის რეგულირებასთან დაკავშირებით, რომ ადამიანის უფლებები დაცული იყოს, როგორც მაუწყებლებში ინფორმაციის გავრცელების კუთხით, ასევე ონლაინმედიის გავრცელების კუთხითაც. აქ წარმოდგენილი ცვლილებები ამ ყველაფერს არ ითვალისწინებს”- თქვა გორდულაძემ.

ცვლილებების თანახმად, “აიკრძალება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების – ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულებების სხვა მატერიალური სიკეთის მიღება”.

გარდა ამისა, კანონპროექტიდან ირკვევა, რომ იკრძალება “უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა, ასევე პროგრამის მომზადების, გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება”.

ამასთან, კანონს ემატება ნორმა, რომლის მიხედვითაც, “დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება”.

არალეგიტიმური, ერთპარტიული პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მედიის შესაზღუდად და ცენზურის დასაწესებლად “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

ცვლილებების თანახმად, “აიკრძალება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების – ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულებების სხვა მატერიალური სიკეთის მიღება”.

გარდა ამისა, კანონპროექტიდან ირკვევა, რომ იკრძალება “უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა, ასევე პროგრამის მომზადების, გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება”.

ამასთან, კანონს ემატება ნორმა, რომლის მიხედვითაც, “დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება”.
“ინტერვიუს ან სატელეფონო საუბრის ჩაწერა წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაუშვებელი იქნება”

შეგახსენებთ, 24 თებერვალს, „ქართულმა ოცნებამ“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ორი პაკეტი დააინიცირა.

პირველი მათგანის ამოცანაა გადაუჭრას კრიტიკულ სამაუწყებლო მედიას საერთაშორისო დონორების მხრიდან დაფინანსების საშუალებები იმ პირობებში, როდესაც სარეკლამო ბაზრის ობიექტური სიმცირისა და სხვა ფაქტორების გამო მხოლოდ სარეკლამო შემოსავლების ხარჯზე კრიტიკულ სამაუწყებლო მედიას არსებობის შენარჩუნება გაუჭირდება.

მეორე პაკეტის ამოცანაა გააფართოოს და უფრო შემზღუდველი გახადოს დამოუკიდებელ სამაუწყებლო მედიაზე კომუნიკაციების კომისიის ადმინისტრაციული ზემოქმედების შესაძლებლობები, რაც საბოლოო ჯამში, საფრთხეს ისევ კრიტიკული მედიის ფინანსურ მდგრადობას შეუქმნის.

მსგავსი პოსტები

Back to top button