მნიშვნელოვანისიახლეები

„მგონია, სანქციები თვითონ „ქოცებსაც“ ნაკლებად აინტერესებთ,,-ოპოზიცია სანქციებს გამოეხმაურა

ბალტიის ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს, ოპოზიციაში აფასებენ და ამბობენ, რომ ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლები, “სწორ პოზიციაზე დგანან”:
“ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენი ძმები არიან ბევრი წელია, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში და მას შემდეგაც, საქართველოს სუვერენიტეტის გამყარებაში უდიდეს როლს თამაშობდნენ ყოველთვის, ახლაც სწორ პოზიციაზე დგანან,”- აცხადებს “ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” წევრი თამაზ დათუნაშვილი.

ბალტიის ქვეყნების მიერ „ქართული ოცნების“ დასანქცირებაზე მე რომ ვინერვიულო, ადეკვატური არ იქნება, მაშინ როდესაც სანქციები თვითონ „ქოცებს“ ნაკლებად აინტერესებთ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის მოცემულობა, რომელიც ვისაც ეხება, იმასაც კი შედარებით ნაკლებად აღელვებს.
„მგონია, სანქციები თვითონ „ქოცებსაც“ ნაკლებად აინტერესებთ და მე რომ ვინერვიულო ბალტიის ქვეყნების მიერ „ქართული ოცნების“ დასანქცირებაზე, ადეკვატური არ იქნება. შესაბამისად, ვუყურებ ამას როგორც მოცემულობას, რომელიც, მგონი, ვისაც ეხება, იმასაც კი შედარებით ნაკლებად აღელვებს. ახლა ჩვენი ყურადღება გადატანილია ამერიკის შეერთებულ შტატებზე, იქ მიმდინარე მოვლენებზე და იმ რეაქციაზე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები გამოხატავს როგორც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის, ისე საქართველოს მიმართ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
კითხვაზე, არის თუ არა სანქციები ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან მოთხოვნის შედეგი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ „ქოცებს“ სანქციებს ოპოზიციის გამო კი არა, საკუთარი ქმედების გამო ადებენ.
„ჩვენ გარდა, ოპოზიცია მათი დამხმარეა, რომ რაღაცნაირად გამოძვრნენ ამ სიტუაციიდან, თუმცა ოპოზიცია ზოგჯერ ეხმარება და ზოგჯერ ეს არ შეუძლია. ეს კონკრეტული შემთხვევა არა ოპოზიციის დამსახურებაა, არამედ ის, რომ ოპოზიცია ვერ დაეხმარა სათანადოდ, რომ გამომძვრალიყვნენ. ქვეყანაში ახალი არჩევნები ნებისმიერ შემთხვევაშია საჭირო, ეს ყველას ესმის, რადგან საქართველოს პარლამენტი იქცა „ქოცების“ თავყრილობად და არა პარლამენტად. შესაბამისად, ჩვენ თვითონ, „ქოცებს“ უნდა უნდოდეთ, ამ ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება ჩაერთოს, რომ ადამიანებმა, ლაპარაკის ნაცვლად, ერთმანეთთან ჩხუბი არ დაიწყონ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
კითხვაზე, შეძლებს თუ არა ოპოზიცია, სანქციებით საქართველო არჩევნებამდე მიიყვანოს, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამერიკის შეერთებული შტატები.
„პრეზიდენტი ტრამპი და შეერთებული შტატების პოზიცია არის ერთადერთი, რომელსაც გადამწყვეტი გავლენის მოხდენა შეუძლია მიმდინარე პროცესებზე“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

გუშინ, ესტონეთმა საქართველოს კიდევ 55 ოფიციალურ პირს, ლიეტუვამ 74, ლატვიამ კი 16 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. სიაში მოხვდნენ საქართველოს პარლამენტის მოქმედი და ყოფილ წევრები. მოსამართლეები, პროკურორები, პოლიციელები, ასევე მოძრაობა “ალტ-ინფოს” დამფუძნებლები.

მსგავსი პოსტები

Back to top button