მნიშვნელოვანისიახლეები

მოსამართლე ნინო სახელაშვილი, რომელმაც მზია ამაღლობელს 14 იანვრის სხდომაზე პატიმრობა შეუფარდა, უვადო მოსამართლედ გაამწესეს

მოსამართლე ნინო სახელაშვილი, რომელმაც მზია ამაღლობელი 14 იანვრის სხდომაზე პატიმრობა შეუფარდა, უვადო მოსამართლედ გაამწესეს. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს. ნინო

სახელაშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოსაცდელი, 3-წლიანი ვადით 2022 წლის 10 მარტიდან გაამწესეს. გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე მოსამართლე უვადოდ უნდა დანიშნონ ან გაათავისუფლონ.

“ნინო სახელაშვილი რომ უვადოდ გამწესებულია, აჩვენებს სასამართლო სხდომების ჩამონათვალი – ნინო სახელაშვილს დღეს, 10 მარტს 6 პროცესს ჩაატარებს, შემდეგ სასამართლო სხდომას 19 მარტს. ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილა, თუმცა მას სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს. მან გაყალბებული ოქმის საფუძველზე შეუფარდა პატიმრობა მზია ამაღლობელს”, – წერს “ბათუმელები”.
ინფორმაცის დასაზუსტებლად ბათუმის საქალაქო სასამართლოში დარეკეს.

სასამართლოს ადმინისტრაციაში მათ უთხრეს, რომ შეკითხვას – გამწესდა თუ არა მოსამართლე ნინო სახელაშვილი უვადოდ – იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა უპასუხოს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქალაქო ტელეფონზე სამუშაო საათებში ასევე ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არავინ კი გამოცემას არავინ უპასუხა.

პრესსამსახური და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური კი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თვეებია აღარ ჰყავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button