მნიშვნელოვანისიახლეები

რუსთაველის გამზირზე ორი ადამიანი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე ორი ადამიანი დააკავეს.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, სამართალდამცველებმა თაბუკაშვილისა და ჭანტურიას კვეთაზე ორი პირი იმ დროს დააკავეს, როდესაც საპროტესტო აქცია იწყებოდა.
მოქალაქე თეა გოგრიჭიანის ინფორმაციით, ოლიგარქის პოლიციამ აქციაზე 2 ახალგაზრდა დააკავა.

“კაფეში ვისხედით მეგობრები, ხმაური მოგვესმა, გარბოდნენ ვიღაცები, მე და ჩემი მეგობარი გავიქეცით იმიტომ, რომ ვიცით დაახლოებით ეს სიტუაცია რომ კარგს არაფერს მოასწავებს. დაახლოებით თაბუკაშვილის და ჭანტურიას კვეთაზე უკვე პატრულს ჰყავდა გაჩერებული, მიდიოდა გაწიე-გამოწიე. პირველი ბიჭი აიყვანეს, როგორც ვიცი და მერე აიყვანეს გოგო. გოგო იყო სრულ ისტერიკაში. ძალიან ვინერვიულეთ მე და ჩემმა მეგობარმა.

უნდოდათ სხვების წაყვანაც, მაგრამ იქ რაღაცა ბრძოლა იყო და არ გავატანეთ ხალხმა. სხვა დეტალები, სამწუხაროდ, არ ვიცი. ვიცი, რომ ბავშვები არიან, ფაქტობრივად, ახალგაზრდები და არანაირი წინაპირობა არ ყოფილა, როგორც მე მითხრეს მანამდე სიტუაცია. შეიძლება ამოიცნეს ერთ-ერთი მათგანი პოლიციელებმა, როგორც აქტიური მოქალაქე, რომელიც აქ აპროტესტებს ხოლმე და ამიტომ მოხდა რაღაცა შელაპარაკება”, – ჰყვება მედიასთან
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ქალი და მამაკაცი.
შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის შენობასთან სტუდენტები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ.

უნივერსიტეტთან შეკრებილ სტუდენტებს აქციის ის მონაწილეები შეუერთდნენ, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან და ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან იყვნენ შეკრებილები.

თავდაპირველად აქციის მონაწილეები ილიაუნიდან მსვლელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მივიდნენ, საიდანაც კვლავ მსვლელობით რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაინაცვლეს.
მოქალაქეები სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებენ და კომისიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

პროტესტის 103-ე დღეს გადაკეტილია რუსთაველის გამზირი თეატრთან და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზეც.

მოქალაქეების მოთხოვნა უცვლელია: დაკავებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარება.

დღეს, 10 მარტს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს სტატუსი შეუწყვიტეს. სტუდენტებმა ადმინისტრაციისგან შესაბამისი ცნობა მეილზე მიიღეს.
ამ დროისთვის, უნივერსიტეტთან შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ სტუდენტები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

უნივერსიტეტთან მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

გარდა ამისა, პროტესტის მონაწილეები შეკრებილები არიან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასთან. ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირი სრულად არის გადაკეტილი.

დღეს დღის განმავლობაში თეატრალურ უნივერსიტეტთან აქცია გაიმართა, რა დროსაც შეკრებილმა სტუდენტებმა დაუმორჩილებლობის აქცია დააანონსეს.

თეატრალურ უნივერსიტეტთან პროტესტი გამოიწვია რამდენიმე სტუდენტებისთვის სტატუსის შეჩერებამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button