“სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოდანაშაულთან მიმართებაში სასჯელის სახით შემოვა სავალდებულო მკურნალობა,,-ოცნება

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ნარკოპოლიტის რეფორმის“ ფარგლებში, პარტიას შემოაქვს საკანონმდებლო ცვლილებები, რათა ნარკოდანაშაულზე სასჯელის სახით „სავალდებულო მკურნალობა“ შემოიტანოს.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ამ გადაწყვეტილებას მოსამართლე მიიღებს.
„ჩვენ შევჯერდით, რომ სისხლის სამართლის კოდექსში სასჯელის სახით შემოვიდეს სავალდებულო მკურნალობა, თუმცა ეს იქნება განსაკუთრებულ შემთხვევაში და ეს იქნება სისხლის სამართლებრივი სასჯელის კატეგორია. ეს არ იქნება ადმინისტრაციული სახდელი, ეს იქნება სისხლის სამართლის ნორმაში გაწერილი სასჯელი.
იმ შემთხვევაში, თუ პირს ნარკოტიკული დანაშაულისთვის მიესჯება სასჯელი, შესაძლოა, განსაკუთრებულ შემთხვევაში, ეს იქნება მოსამართლის დისკრეციის ფარგლებში. ასევე შესაძლებელია, ამ დისკრეციის განხორციელებას საფუძვლად დაედოს საქმეში არსებულ მასალებთან ერთად ნარკოლოგიურის ექსპერტიზის დასკვნა და მოსამართლემ გადაწყვიტოს, ამ კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით არა მხოლოდ კერძო პრევენცია, არამედ ზოგადი პრევენციისთვისაც იყოს კარგი ამ სასჯელის დანიშვნა სხვა სასჯელთან ერთად. ეს კიდევ სამსჯელო თემაა. ამაზე ჩვენ გავაგრძელებთ მსჯელობას.
სტრასბურგის პრეცედენტიც კი გვაძლევს ამის საშუალებას, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი საკუთარ თავს უქმნის საფრთხეს, ასევე ის არის საზოგადოებისთვის და მას შესაძლოა, ესაჭიროებოდეს სავალდებულო მკურნალობა, ეს გადაწყვეტილება შეიძლება, მიიღოს მოსამართლემ.
მარიხუანასთან დაკავშირებით კანონი მკაცრდება, მხოლოდ გაყიდვის მიმართულებით“, – განაცხადა მდინარაძემ.
17 მარტს პარტიის ოფისში უმრავლესობის სხდომის შემდეგ და დასძინა:
„ეს იქნება განსაკუთრებულ შემთხვევებში, – სისხლისსამართლებრივი სასჯელის კატეგორია“.
მდინარაძის თქმით, დღევანდელი „ხანგრძლივი [უმრავლესობის] სხდომის 80% დაეთმო ამ საკითხს“.
მდინარაძემ დააზუსტა, რომ იძულებითი მკურნალობა არ შეეხება ადმინისტრაციული სახდელებს და „ეს იქნება სისხლისსამართლებრივად გაწერილი სასჯელი“.
მისი თქმითვე, ის შემთხვევები, როცა „იძულებითი მკურნალობა“ სასჯელად განისაზღვრება, გადაწყდება მოსამართლის მიერ: „შესაძლებელია ამ დისკრეციის განხორციელებას საფუძვლად დაედოს [საქმის] მასალებთან ერთად ნარკოლოგის, ექსპერტიზის დასკვნა და მოსამართლემ გადაწყვიტოს, რომ კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობის ზრუნვის თვალსაზრისით“.
„ქართული ოცნება“, რომელიც წლების განმავლობაში აცხადებდა, რომ ამაყობდა „ნაციონალების დროინდელი“ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შემსუბუქებით, ახლა „ანტინარკოტიკულ რეფორმას“ იწყებს, – ამკაცრებს კანონს, რითაც ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულს მკაცრად დასჯის.