მნიშვნელოვანისიახლეები

სეუ-ს სტუდენტებმა, რუსთაველის გამზირზე, 24-საათიანი უწყვეტი პროტესტი დაიწყეს

სტუდენტური მოძრაობა რუსთაველის გამზირზე 24-საათიან საპროტესტო რეჟიმში გადადის – ამის შესახებ სტუდენტებმა ცოტა ხნის წინ აქციის მიმდინარეობისას განაცხადეს.

მათივე თქმით, “ქართული ოცნება” ყოველდღიურად იღებს რეპრესიულ კანონებს და საჭირო გახდა, სტუდენტებმა, როგორც უნივერსიტეტების ფოიეებში, ასევე, რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი პროტესტი გამოხატონ.
“სეუ-ს სტუდენტური მოძრაობა ვიწყებთ პროტესტების ახალ ტალღას. 62 დღე გავატარეთ უნივერსიტეტის აუდიტორიაში. დღეს, 17 მარტს გადავწყვიტეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ვაჩვენოთ, რომ ძალა სტუდენტებშია”, – ამბობენ სტუდენტები.
სტუდენტების განცხადებით, ისინი პროტესტის ახალ რეჟიმში დღეიდან გადადიან და ამაღამ რუსთაველის გამზირზე აპირებენ დარჩენას.

მსგავსი პოსტები

Back to top button