მნიშვნელოვანისიახლეები

განათლების ყოფილი მინისტრი IBSU-ს რექტორი გახდა

განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი გიორგი ამილახვარი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
ამის შესახებ ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელმაც სამი თვის წინ გაიარა ხელახალი ავტორიზაცია, ამბიციური გეგმები აქვს.

გიორგი ამილახვარი, რომელსაც საგანმანათლებლო სფეროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის 12-წლიანი გამოცდილება გააჩნია და დარგის პროფესიონალია, უნივერსიტეტს დაეხმარება ახალი გამოწვევების დაძლევასა და განვითარებაში.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამჟამად ფუნქციონირებს 45 აკრედიტებული საგანმანათლებლო ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამა როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მანამდე შავი ზღვის უნივერსიტეტის რექტორი კახა შენგელია იყო, რომელიც პარალელურად კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტია.

გიორგი ამილახვარმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობა 2024 წლის 28 სექტემბერს დატოვა.

გიორგი ამილახვარი ქართული ოცნებიდან X მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო. 2023 წლის 20 მარტიდან იგი განათლებისა და მეცნიერების მინისტრად დაინიშნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button