საქართველოს ნაკრებმა სომხეთი 3:0 დაამარცხა

ერევნის რესპუბლიკურ მოედანზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ საქართველოსა და სომხეთის ნაკრებები. ორმატჩიან დუელში გადაწყდება, თუ ვინ დარჩება უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში და ვინ გადაინაცვლებს C დივიზიონში.
ვილი სანიოლის გუნდმა ანგარიშით 0:3 იმარჯვა- ერევნის რესპუბლიკურ სტადიონზე, სომხეთი-საქართველოს მატჩი, ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის პლეი ოფის პირველი შეხვედრა, საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.
ანგარიში 33-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილმა გახსნა. სულ რაღაც ოთხ წუთში გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში ორამდე გაზარდა.
მეორე ტაიმი კვლავ ქართველი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა. 59-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის საგოლე გადაცემით დუბლი გაიფორმა გიორგი მიქაუტაძემ, რაც მისთვის ნაკრების შემადგენლობაში მე-18 გოლია.
ამ გოლით მიქაუტაძე საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილზე გადავიდა და მხოლოდ შოთა არველაძეს ჩამორჩება (26).
ეს საქართველოს ნაკრების პირველი გამარჯვებაა 10 სექტემბერს ალბანეთის წინააღმდეგ სტუმრად მოპოვებული გამარჯვების შემდეგ.
შეხვედრა ერევანში ვაჟგენ სარქისიანის სტადიონზე მიმდინარეობდა.
როგორც ცნობილია, “ერთა ლიგის” B დივიზიონის მომავალი მონაწილე საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების ორრაუნდიან დაპირისპირებაში გაირკვევა. მეორე შეხვედრა საქართველო-სომხეთის ნაკრებებს შორის თბილისში, 23 მარტს შედგება.