მნიშვნელოვანისიახლეები

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული აქტივისტი პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული აქტივისტი საბა სხვიტარიძე პატიმრობაში დატოვა. აღკვეთის ღონისძიება 27 მარტის სხდომაზე გადაიხედა.

საქმეში დაზარალებულია პოლიციელი მირიან ქავთარაძე. ბრალდება ეხება 4 დეკემბერს სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტთან” მომხდარ დაპირისპირებას. იქ შეკრებილები ამტკიცებენ, რომ მათ პროვოკაცია ე.წ. ტიტუშკებმა მოუწყვეს.

ბრალდების მხარე საბა სხვიტარიძის პატიმრობას ითხოვდა, დაცვა – დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.

ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა თქვა, რომ საბა სხვიტარიძე თავადაა დაზარალებული და არა ბრალდებული, მასზე პოლიციელებმა დაკავების შემდეგ განყოფილებაში იძალადეს. ბრალდება პოლიციელზე თავდასხმის შესახებ კი უსაფუძვლოა, რადგან მირიან ქავთარაძეს პოლიციელის აღმნიშვნელი არანაირი ნიშანი არ ჰქონია და თავად უწყობდა პროვოკაციას “ქორთიარდ მერიოტთან” შეკრებილებს – მათ შორის, ხელი გაარტყა ქალს, რასაც მოჰყვა საბა სხვიტარიძის რეაქციაც.

დღევანდელ პროცესზე დაიკითხა პოლიციელი მიხეილ სუჯაშვილი, რომელსაც ბრალდებულის ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა “საქმისთვის ორმაგად მნიშვნელოვანი მოწმე უწოდა”.

“სუჯაშვილი იყო ადამიანი, რომელმაც დააორგანიზა საბა სხვიტარიძის ძალადობრივი დაკავება; სუჯაშვილი იჯდა იმ ავტომობილში, სადაც საბა სხვიტარიძის თქმით, მას გაუპატიურებით ემუქრებოდნენ; სუჯაშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც მერვე სართულზე აიყვანა საბა და სუჯაშვილი არის ადამიანი, რომელიც მირიან ქავთარაძის მოადგილეა”, – აღნიშნა ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა.

მოწმე პოლიციელმა კი თქვა, რომ აქციაზე ოპერატიულ საქმიანობას ასრულებდა და მისი მოვალეობა აქციის კონტროლი არ ყოფილა.

მანვე თქვა, რომ არ დაუნახავს ქალისთვის სახეში ხელის გარტყმა და არ გაუგონია სიტყვები: “ქალს ხელს რატომ ურტყამთ?!”

ადვოკატმა საპასუხოდ ვიდეოკადრები აჩვენა, თუმცა მან აღნიშნა, რომ ვერც იქ ვერ ხედავს ხელის გარტყმას.

პოლიციელი ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ არასოდეს აუყვანია საბა სხვიტარიძე განყოფილების მეხუთე სართულზე, სადაც მისი და მირიან ქავთარაძის ოთახები მდებარეობს.

საბა სხვიტარიძის თქმით, სწორედ ამ სართულზე გაუსწორდნენ ფიზიკურად, შემდეგ აიყვანეს მერვე სართულზე და იქაც ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. დაკავებისას, განყოფილებაში გადაყვანისას კი, გზაში გაუპატიურებით დაემუქრნენ.

“პოლიციელმა მისცა ცრუ ჩვენება, მე რომ პროკურორი ვიყო, სასამართლო დარბაზშივე დავაკავებდი”, – თქვა ირაკლი ჩომახაშვილმა.

ამას გარდა, პროცესზე დაცვის მხარემ პოლიციელის მობილური ნომერი მოითხოვა. საბა სხვიტარიძის ოჯახი ამტკიცებს, რომ პოლიციელი მიხეილ სუჯაშვილი 5 დეკემბერს ღამით, “ქორთიარდ მერიოტთან” დაპირისპირებიდან რამდენიმე საათში, მათთან სახლში იმყოფებოდა და მიაჩნიათ, რომ ტელეფონის ამონაწერებით შეძლებენ ადგილსამყოფლის დადგენას.

“ეს იყო ადამიანი, რომელმაც ჩამოიყვანა საბა განყოფილებაში, იჯდა მანქანაში, სადაც მას ემუქრებოდნენ მისი კოლეგები გაუპატიურების მუქარით. ეს საკმარისია, რომ ამ ჩვენების შემდეგ მიეცენ პასუხისგებაში”, – თქვა ადვოკატმა.

საქმეზე მორიგი სხდომა 17 აპრილს გაიმართება.

დიახ, [პოლიციელმა ცრუ ჩვენება მისცა], მე რომ პროკურორი ვიყო, მას სასამართლო დარბაზში დავაკავებდი ცრუ ჩვენების მიცემისთვის, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრის, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული საბა სხვიტარიძის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე პოლიციელის, თბილისის მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის, მირიან ქავთარაძის მოადგილე, მიხეილ სუჯაშვილი დაიკითხა.

ადვოკატის განცხადებით, პოლიციელს, რომელიც დღეს გამოიკითხა, არ აქვს სურვილი მისცეს საკუთარი უფროსის წინააღმდეგ ჩვენება.

„ეს იყო ადამიანი, რომელიც იჯდა ავტომობილში, სადაც საბა სხვიტარიძეს ემუქრებოდნენ მისი კოლეგები გაუპატიურებით. ეს სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ დღევანდელი სასამართლოს დასკვნის მერე, ეს ადამიანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს.

ყველას კარგად გვესმის, ამ ადამიანს არ აქვს სურვილი, რომ მისცეს საკუთარი უფროსის წინააღმდეგ ჩვენება. ის გააკეთებს ყველაფერს, მისცემს ცრუ ჩვენებას, ოღონდ არ დაასმინოს საკუთარი უფროსი მირიან ქავთარაძე“, – განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.

ცნობისთვის, საბა სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.

სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, სხვიტარიძის ქმედების შედეგად სამართალდამცავმა, თბილისის მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსმა, მირიან ქავთარაძემ ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძოდ კი, მას თავი ჰქონდა გატეხილი.

აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს საბა სხვიტარიძეს. ის სამართალდამცავების მხრიდან დაკავების შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის რამდენიმე ეტაპზე საუბრობს.

ოლიგარქის სასამართლომ საბა სხვიტარიძე ისევ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ პროცესზე მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაიხედა და მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ პატიმრობა ძალაში დატოვა.

გარდა ამისა, გამოიკითხა “დაზარალებული” პოლიციელის, ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის, მირიან ქავთარაძის მოადგილე, მიხეილ სუჯაშვილი.

მოწმე პოლიციელი სასამართლოზე დღეს ამტკიცებდა, რომ პირადად დაინახა, როგორ ჩაარტყა სხვიტარიძემ მირიან ქავთარაძეს ხელი, თუმცა ვერ გაიხსენა, სადაა მისი კაბინეტი:

ადვოკატი: საბა სხვიტარიძე ამბობს, რომ მას გზაში ემუქრებოდნენ გაუპატიურებით, ეს ინფორმაცია არ მიაწოდეთ დაკავების ოქმის შემდგენ სალომე ედიშერაშვილს?

სუჯაშვილი: არა.

ადვოკატი: საბა სხვიტარიძეს შეუძლია ამოიცნოს თქვენი კაბინეტი. თქვენ და მირიან ქავთარაძე ხომ ორივე მე -5 სართულზე ხართ?

სუჯაშვილი: კი.

ადვოკატი: ლიფტიდან მერამდენე ოთახია თქვენი?

სუჯაშვილი: ვერ გეტყვით.

ადვოკატი: 5 წელია, იქ მუშაობთ და ვერ მეტყვით მერამდენე ოთახია ლიფტიდან თქვენი და მირიან ქავთარაძის?!

საბა სხვიტარიძეს ოლიგარქის პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა, რაც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გულისხმობს.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ სხვიტარიძის ქმედების შედეგად თბილისის მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსმა, მირიან ქავთარაძემ “ფიზიკური დაზიანება მიიღო”, კერძოდ კი, მას თავი ჰქონდა გატეხილი.

ცნობისთვის, საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს სხვიტარიძესაც. ის დაკავების შემდეგ ოლიგარქის პოლიციამ აწამა. ძალადობის რამდენიმე ეპიზოდზე წინა სასამართლო პროცესებზე თავად სხვიტარიძემ ისაუბრა. აქტივისტი საბა სხვიტარიძე 2024 წლის 5 დეკემბერს, გვიან ღამით, რამდენიმე საათით ადრე თავისუფლების მოედანზე მომხდარი დაპირისპირების გამო დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ის ხელკეტით თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და თავის არეში მიაყენა დაზიანება. პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ოპოზიციის შეხვედრის პარალელურად, გარეთ შავებში ჩაცმული უცნობი პირების ჯგუფი შეიკრიბა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების აღქმით, ისინი იყვნენ ე.წ. ტიტუშკები, რომლებიც ხელისუფლებამ პოლიტიკოსების წინააღმდეგ დარაზმა. სხვიტარიძეს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით ჩადენილ დანაშაულს ედავებიან, რაც გულისხმობს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. ამ ბრალდებით მას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button