NATO-მ მონტენეგრო ალიანსში მიიწვია
NATO-მ ოთხშაბათს, 2 დეკემბერს, მონტენეგრო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში 29-ე წევრად მიიწვია, – დაწერა Twitter-ის მიკრობლოგში ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოანა ლუნგესკუმ.
“NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს, მონტენეგრო ალიანსის 29-ე წევრად მიიწვიეს”, – ნათქვამია ლუნგესკუს მიკრობლოგში.
შეგახსენებთ, რომ ჩერნოგორიამ ანუ მონტენეგროს რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა, 2006 წლის 21 მაისის რეფერენდუმის საფუძველზე, 3 ივნისს გამოაცხადა და მას შემდეგ ალიანსში მიწვევას ელოდებოდა. სოციოლოგიური გამოკვლევების მონაცემებით, NATO-ს წევრობა ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე ნაკლებ ადამიანს სურდა.