9 აპრილის ქუჩაზე პოლიციის კორდონია განლაგებული ასევე პოლიცია მობილიზებულია რუსთაველის გამზირზე

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს. პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად დემონსტრანტების ნაწილი, რომლებიც 9 აპრილის ქუჩაზე იყვნენ განლაგებულნი, გზის ცენტრალურ სავალ ნაწილზე მაინც გადავიდა.
ამასთან, 9 აპრილის ქუჩაზე პოლიციის კორდონია განლაგებული. პოლიცია ასევე მობილიზებულია რუსთაველის გამზირზე, სადაც მოქალაქეებმა საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს. გზის გადაკეტვას მოქალაქეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა, შედეგად კი სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
აქციის მიმდინარეობისას პერიოდულად ხდება სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის. დემონსტრანტები სკანდირებენ: “რუსებო, მონებო” და “ომი ვინ დაიწყო?”
ცოტა ხნის წინ სამართალდამცველებმა პარლამენტთან “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს.
რუსთაველზე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები საქართველოს პარლამენტში შექმნილი “2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის” მუშაობას აპროტესტებენ.
დააკავეს “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია, აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე, იქამდე კი 2 ახალგაზრდა გოგო.