მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეები და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირები ოჯახზე 300-ლარიან, ხოლო პირზე 45 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეები და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირები ოჯახზე 300-ლარიან, ხოლო პირზე 45 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეები და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირები, 2025 წლის 1 ივლისამდე, ოჯახზე 300-ლარიან, ხოლო პირზე 45 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ, – შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ გამოსცა.

დაფინანსების გაცემას სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს.

განკარგულებას ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

ამასთან, მთავრობის განკარგულებით, 2022 წლის პირველი თებერვლიდან 2025 წლის პირველ ივლისამდე საქართველოში შემოსულ და უწყვეტად მყოფ უკრაინის მოქალაქეებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფს.

შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.

დოკუმენტის თანახმად, უკრაინის მოქალაქეები 2025 წლის 1-ელ ივლისამდე ისარგებლებენ შემდეგი სამედიცინო სერვისებით: იმუნიზაცია; ტუბერკულოზისა და აივ-ინფექციის/შიდსის მკურნალობა, მათ შორის, სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა; დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, მათ შორის, ანტენატალური მეთვალყურეობა და ახალშობილთა სკრინინგი; ფსიქიკური ჯანმრთელობა; დიაბეტის მართვა, მათ შორის, მედიკამენტებით უზრუნველყოფა; დიალიზი; იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა;რეფერალური მომსახურება – გადაუდებელი საჭიროების სამედიცინო სერვისები, მათ შორის, მშობიარობა, გადაუდებელი იმუნიზაცია.

მსგავსი პოსტები

Back to top button