მნიშვნელოვანისიახლეები

,,რიგგარეშე არჩევნები არ იგეგმება, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2028 წელს,,-კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მმართველი გუნდი აქტიურად ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და არანაირი სხვა, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი არ განიხილება.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2028 წელს, როგორც ეს ქვეყნის კონსტიტუციითაა გაწერილი.

„პირველად მესმის აღნიშნული. არანაირი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იგეგმება. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩავატაროთ ღირსეული საარჩევნო კამპანია, შევხვდეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობას, არ დავტოვოთ არცერთი ქალაქი, რაიონი, სოფელი, უბნების დონეზეც კი მივიდეთ და ხალხს ვუთხრათ თუ რის გაკეთებას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ იმ გამოწვევებს ვუპასუხოთ, რაც დღეს დგას და საჭიროა მოგვარებული იყოს. შესაბამისად, არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ იგეგმება, 2028 წელს ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები როგორც ეს კონსტიტუციითა და კანონით არის გაწერილი – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე შეფასებით, ოპოზიციას ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, ისევე, როგორც საპარლამენტო არჩევნებში, გამარჯვების შესაძლებლობა არ აქვს.

“ოპოზიციას არანაირი შესაძლებლობა არ აქვს გამარჯვების, არც საკრებულოების დონეზე და არც მერების არჩევნებში. ნულის ტოლია მათი შანსები და ეს ძალიან კარგად იციან, იმიტომ, რომ როდესაც ხარ ქვეყნის მტერი, აგენტი, რა თქმა უნდა, ვერანაირი შესაძლებლობა ვერ გექნება პოლიტიკური თვალსაზრისით, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიო. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, როგორც საპარლამენტო არჩევნებზე, ისე თვითმმართველობის დონეზე, ყველა მოღალატეს და აგენტურის წარმომადგენელს შესაბამის პასუხს გასცემს”, – აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის საკითხს, კახა კალაძე განმარტავს, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მითითებებს მიიღებენ ისინი ქვეყნის გარედან.

“ეს დამოკიდებულია გარედან, რას ეტყვიან თავიანთი პატრონები მათ. დაიმახსოვრეთ ამ ადამიანების განცხადებები – თუ შეიცვლება მათი პატრონების მიდგომა და ჩათვლიან საჭიროდ, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, რა თქმა უნდა, გამოვლენ და იტყვიან საპირისპიროს, რომ მონაწილეობენ არჩევნებში”, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
რაც შეეხება ოპოზიციაში ირაკლი ღარიბაშვილის გადასვლას, აღნიშნული განცხადება არ ვიცი საიდან გამომდინარე იქნა გაკეთებული. გამიჭირდება ამაზე პასუხი. რაც შეეხება ოპოზიციურ ველს, ზოგადად, ძალიან დიდი შესაძლებლობებია. არსებობს უკვე დიდი პლატფორმა და შესაძლებლობა იმის, რომ გაჩნდეს ახალი პოლიტიკური პარტიები. ოპოზიცია ფაქტობრივად არ არსებობს, არსებობს ქვეყანაში რადიკალური დაჯგუფება, რომელიც არის გამარგინალებული და მხოლოდ და მხოლოდ წარმოადგეს პრობლემას როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე ქვეყნისა და ამ ქვეყნის განვითარებისთვის.

ჩვენ ვართ რიგითი ჯარისკაცები, ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და ვაკეთებთ ისეთ საქმეს, რომელიც, პირველ რიგში, ჩვენს სამშობლოსა და ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს წაადგება“,- განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი, კახა კახიშვილი 2026 წელს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას არ გამორიცხავს. განცხადება მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ გააკეთა და აღნიშნა, რომ 2024 წლის პარლამენტს, როგორც დროებითს, ისე უყურებს.

მე 2024 წლის პარლამენტს ვუყურებ, როგორც დროებით პარლამენტს. ჩემი აზრით, ახლა მიდის იმის გამკაცრება, რაც თავის დროზე მიშვებული იყო და მიგვაშვებინეს… ჩემი აზრით, ეს ორი წელი „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობას დასჭირდება, რომ გამოასწოროს და გაამკაცროს რეგულაციები, შეიძლება, სხვა ტიპის კანონმდებლობაც მიიღოს, რადგან მარტო არიან დარჩენილები და მაკონტროლებელი არავინ ჰყავთ და 2026 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. სხვანაირად შეუძლებელია არასასიამოვნო გარემოს აღმოფხვრა, თუ არ იქნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები…

ეს ორი წელი შეიძლება გამოიყენონ საპარლამენტო საქმიანობაში სხვადასხვა რეგულაციის შესაქმნელად და 2026 წელს რაღაც ტიპის კრიზისის საფუძველზე შეიძლება დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები“, აღნიშნა კახიშვილმა.

მისივე ვარაუდით, ბიძინა ივანიშვილი “ოპოზიციაზე ზრუნვას დაიწყებს”.

„ალბათ, გახსოვთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუ არჩევნებამდე, სადაც მან ისაუბრა, რომ ოპოზიცია არ გვყავს და ოპოზიციის შექმნაზეც მე ვიზრუნებო. მე ასეთი წარმოდგენა შემექნა ამ [საკადრო] გადაადგილებებით, რომ ამ ახალგაზრდა ადამიანებს მან სრულად მისცა „კარტბლანში“ ყველა რგოლის საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. ამავდროულად, როდესაც ეს დასრულდება, ალბათ, ეს არ იქნება ბოლო საკადრო ცვლილებები, შემდეგ უკვე დაიწყებს ოპოზიციაზე ზრუნვას. იმ ოპოზიციაზე, რომელიც იქნება „ქართული ოცნების“ დღევანდელი შემადგენლობის და დღევანდელი მმართველების ოპოზიცია. ეს არის პირადად ჩემი აზრი იმიტომ, რომ სხვანაირად ახნას ვერ ვხედავ, რადგან ლილუაშვილს ვერ დაუწუნებ ვერც პროფესიონალიზმს, ვერც კეთილსინდისიერებას, ვერც ადამიანობას და ვერც სანდოობას. იგივე რიჟვაძეც, 6 თუ 7 წელი იყო იმ თანამდებობაზე. ის რომ იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ასევე გახლდათ „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარე იმ რეგიონში….

ამავდროულად ძალიან მკაფიოდ მახსოვს მისი სიტყვები ბოლო ინტერვიუში, სადაც მან თქვა, რომ აუცილებლად თავად იზრუნებს ნამდვილ ოპოზიციაზე და მე ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, რომლებიც დარჩებიან თამაშგარე მდგომარეობაში, ნელ-ნელა ერთ ცენტრში მოხვდებიან. მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ საკადრო ცვლილებით არ დასრულდება, ალბათ, მოვა დრო და ბატონი ირაკლი ღარიბაშვილიც წავა „ქართული ოცნებიდან“, პარტიის თავმჯდომარის ადგილიც გათავისუფლდება და მას, ალბათ, ბატონი ირაკლი კობახიძე დაიკავებს. „ქართული ოცნება“ როგორც პარტია, როგორც ხელისუფლების მმართველი ძალა და ა.შ. იქნება თავიდან ბოლომდე ბატონი ირაკლი კობახიძის. ფაქტობრივად, „ქართული ოცნება“ კობახიძისთვის გადალოცილია“, – განაცხადა კახიშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button