მნიშვნელოვანისიახლეები

ოცნბის გუნდი 9 აპრილის მემორიალთან მისვლის ნაცვლად სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ

,,რუსთაველზე შეკრებილი მშვიდობიანი მოქალაქეები "პროვოკაციებს" ცდილობდნენ,,-კობახიძე

ქართული ოცნების რეჟიმის წარმომადგენლები რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან მისვლის ნაცვლად სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ. ოცნების პრემიერმინისტრი ამას იმით განმარტავს, რომ რუსთაველზე შეკრებილი მშვიდობიანი მოქალაქეები “პროვოკაციებს” ცდილობდნენ.

“თქვენ ხედავთ, რომ გარე ძალებს აბსოლუტურად გამოცლილი აქვთ ენერგია და ისინი ცდილობდნენ, ეს კონკრეტული პროვოკაცია გამოეყენებინათ დამატებითი ენერგიის მისაღებად, ამას ჩვენ ვერ ავყვებოდით, ვერ ავყვებოდით მას სცენარს. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ერთიანობას საზოგადოებაში. უნდა მოვერიდოთ ნებისმიერ ისეთ ქმედებას, რომელიც გარე ძალებს მისცემს ჩვენი საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩის საშუალებას.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ მივიღეთ აბსოლუტურად არამარტო პრაგმატული გადაწყვეტილება, არამედ პირველ რიგში, ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შეესაბამება ჩვენი საზოგადოების ინტერესებს. ვიტყვი, რაც დავწერე – ალბათ ჩვენი გმირების სულები ჩვენგან სწორედ ასეთ გადაწყვეტილებას ელოდნენ. გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება მიმართულ არა დაპირისპირების გაღვივებისკენ, არამედ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნებოდა მიმართული სწორედ საზოგადოების გამთლიანებისკენ”- თქვა კობახიძემ.

დღეს ცდილობენ, ძალადობა შემოიტანონ, უნდოდათ პროვოკაციაზე წამოგება, რასაც არ ავყევით, ვარჩიეთ, ამოვსულიყავით სამებაში პარაკლისზე, ყოველთვის შევეცდებით, დამოუკიდებლობაზე თავდასხმას ღირსებით ვუპასუხოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, 9 აპრილს დღეს უდიდესი და ორმაგი დატვირთვა აქვს.

„ერთი მხრივ, დიდი ტრაგედიაა, როდესაც ჩვენი გულანთებული 21 მშვიდობიანი მოქალაქე შეიწირა როდიონოვის საბჭოთა არმიის სისასტიკემ და მეორე, როდესაც ეს დღე გახდა გამარჯვების სიმბოლო და ორ წელიწადში ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამ თარიღზე როცა ვსაუბრობთ, ვფიქრობ, ჩვენი შვილები უნდა გავზარდოთ როგორც გმირობის, თავგანწირვის მაგალითზე, ისე დამოუკიდებლობის სულისკვეთებით. ამაშია დღევანდელი დღის მთავარი არსი.

რაც შეეხება დღევანდელ დამოკიდებულებას, თავის დროზე, იმ ხალხისა, ვინც ზოგი შეიძლება, გულწრფელადაც ფიქრობდეს, რომ რაღაც კარგ საქმეს აკეთებს და შეცდომაში იყოს შეყვანილი, თუმცა ცოტანი იქნებიან ასეთი, მაგრამ ბევრმა იქ მდგომმა ძალიან კარგად იცის, რომ თავის დროზე, როდიონოვი ცდილობდა რუსთაველის გამზირის ოკუპაციას და ახლა ცდილობენ, ბურჭულაძე-როდიონოვები, რომლებიც თავის დროზე საკუთარ თავს უწოდებდნენ რუს ბანს და ა.შ. დამოუკიდებლობის იდეას ამ გაგებით დაესხან თავს.

დღევანდელი დღე, რომელიც ყველასთვის ასოცირდება ერთიანობასთან, მშვიდობასთან, ურთიერთსიყვარულთან, ქართული და ქართველი ხალხის ერთობასთან, ქართულ ერთობასთან, ამ დღეს ცდილობენ, დაპირისპირება და ძალადობა შემოიტანონ. ჩვენ ასეთ პროვოკაციებს ბუნებრივია, არ ავყევით, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს უნდოდათ რაღაც სურათის დადგმა. როგორ წარმოგიდგენიათ, იქ ვიღაცები პოლიციამ უნდა „გაათრიოს“ და მერე მიხვიდე და ტიტები დააწყო. ამ პროვოკაციაზე წამოგება უნდოდათ, არ ავყევით. ვარჩიეთ, ამოვსულიყავით სამების საკათედრო ტაძარში პარაკლისზე, მოგვეხსენიებინა გარდაცვლილი გმირების სულები. ყოველთვის შევეცდებით, რომ სისასტიკეს, ბოროტებას, დამოუკიდებლობაზე თავდასხმას ღირსებით ვუპასუხოთ. ჩვენი მოქალაქეები, ის ადამიანებიც კი, რომლებიც აყოლილები არიან რაღაც ბინძურ ნარატივს, ისინიც კი არ ჩავაყენოთ ცუდ მდგომარეობაში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღს 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button