,,დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს ეს უცხო ქვეყანას თუ ძალასაც მოიცავს!” -მდინარაძე

სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს!” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
„9 აპრილი, 1989 წელი.
იარაღი – ტანკი და ნიჩაბი.
თავდასხმის ობიექტი – საქართველოს დამოუკიდებლობა; ადამიანების სიცოცხლე და თავისუფლება.
10 აპრილი, 2025 წელი.
იარაღი – სანქცია.
ობიექტი – საქართველოს დამოუკიდებლობა; ადამიანების ეკონომიკური თავისუფლება.
მორალი: სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს!
პ. ს. სსრკ-ს ან რუსეთის თავიდანვე ხსენებას მოვერიდე მაინც, მერე სხვაც რომ არ მყოლოდა სახსენებელი…“, – დაწერა მდინარაძემ „ფეისბუქზე“.