მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მოსკოვიდან ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით პირველი თვითმფრინავი გაფრინდა

მოსკოვიდან ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით პირველი თვითმფრინავი გაფრინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსული მედიის ინფორმაციით, 30 წლის შემდეგ პირველად, მოსკოვის „ვნუკოვოს“ აეროპორტიდან სოხუმში პირველ რეისს ავიაკომპანია UVT Aero ასრულებს. გარდა ამისა, ოკუპირებულ სოხუმში იფრენენ მოსკოვიდან Ifly, მოსკოვიდან და კრასნოიარსკიდან NordStar. ყველა ავიაკომპანია ევროკავშირის მიერაა სანქცირებული.

ამასთან, გამოცემა „ეხო კავკაზას“ ცნობით, დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო და რუსეთის ჯანდაცვის მინისტრი, მიხაილ მურაშკო იმყოფებიან.

ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში პირველი რეისი 3 მაისს იყო დაგეგმილი, თუმცა „გაზრდილი მოთხოვნის გამო“, ავიაკომპანია UVT Aero-მ გადაწყვიტა, 1-ელ მაისს დამატებითი რეისი შეესრულებინა.

“რია ნოვოსტის” ცნობით, პირველ რეისს ავიაკომპანია UVT Aero “ვნუკოვო – სოხუმის” მარშრუტზე შეასრულებს. პირველი რეისი 3 მაისს უნდა შესრულებულიყო, თუმცა როგორც რუსული მედია წერს, გაზრდილი მოთხოვნის გამო, ავიაკომპანიამ გადაწყვიტა, 1-ელ მაისს დამატებითი რეისი შეესრულებინა.

სოხუმის აეროპორტი ქლაქიდან 18 კილომეტრში მდებარეობს. საჰაერო ნავსადგური 1960-იან წლებში აშენდა და 1993 წელს დაიხურა.

მსგავსი პოსტები

Back to top button