მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აფეთქებების გამო მოსკოვში სამმა აეროპორტმა შეაჩერა მუშაობა

რუსეთის აეროპორტებში თვითმფრინავების მიღება-გამგზავრებაზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა. ინფორმაციას როსავიაციის პრესმდივანი, არტემ კორენიაკო ავრცელებს.

მიზეზად სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელდება. არსებული ინფორმაციით, რუსეთზე დრონებით შეტევა ხორციელდება. მოსკოვის თავზე 19 დრონი ჩამოაგდეს.

შეზღუდვები მოქმედებს ნიჟნი ნოვგოროდის, კალუგის, ტამბოვის, იაროსლავის, ჟუკოვსკის, ვნუკოვო და დომოდედოვო.
მოგვიანებით, ჟუკოვკის აეროპორტში დროებითი შეზღუდვები მოიხსნა, თუმცა დომოდედოვოსა და ვნუკოვოს აეროპორტებში ჯერ კიდევ ძალაში რჩება.

მოსკოვის მიღმა, მუშაობის შეჩერება შეეხო ნიჟნი ნოვოგოროდის, კალუგის, ტამბოვისა და იაროსლავლის აეროპორტებს.

“დოჟდი” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თვითმფრინავი რომელიც თბილისიდან მოსკოვში მიფრინავდა, სარატოვში გადამისამართდა.

რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსკოვის ოლქში, კუბინკას აეროდრომთან ახლოს, ცაში აფეთქებების ხმა ისმოდა.

რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში “ხალიჩის” გეგმა მეორედ ამოქმედდა. სიგნალ “ხალიჩას” საჰაერო თავდაცვის ორგანოები იყენებენ მაშინ, როდესაც საჰაერო სივრცეში ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩნდება.

ცნობისთვის, მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომა და მოსკოვის მერმა განცხადებები გაავრცელეს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მოსკოვის ოლქზე დრონებით თავდასხმას ახორციელებდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button