მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ-ის საელჩო ბომბის შესაძლო საფრთხეზე იტყობინება

საქართველოში აშშ-ის საელჩო საკუთარი მოქალაქეების გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის საელჩო საქართველოში საკუთარი მოქალაქეების მიმართ სპეციალური გაფრთხილებით გამოვიდა, რომლის მიხედვითაც ისინი მოუწოდებენ ამერიკელებს თავი შეიკავონ თბილისის სამ მსხვილ სავაჭრო ცენტრში — „ისთ ფოინთის“ სავაჭრო ცენტრი – ალექსანდრე თვალჭერილიძის ქ. 2, სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისი“ – შოთა რუსთაველის გამზ. 2/4, თბილისის სავაჭრო ზონა – დავით აღმაშენებლის 16.

გაფრთხილება საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული და მასში ნათქვამია, რომ არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ ლოკაციებზე არსებობს უსაფრთხოების შესაძლო რისკი.
აშშ-ის საელჩოს განცხადების მიხედვით, საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფისი საელჩოს ყველა თანამშრომელს ურჩევს, შემდგომ შეტყობინებამდე თავი შეიკავონ ამ ადგილებში გადაადგილებისგან.

განცხადების ფონზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ საქმე ეხება ცრუ შეტყობინებას, და ამჟამად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სუს-ის თქმით, უწყება „მუშაობს ცრუ შეტყობინების ფაქტზე“.

“მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომდგენლებს, პატივი სცენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას და თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან”, – ამის შესახებ სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ცნობით, აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, უფლებამოსილების ფარგლებში ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას ახორციელებენ.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფები მუშაობენ მორიგ ცრუ შეტყობინებაზე. მოქალაქეთა უსაფრთხოება სამსახურის უმთავრესი პრიორიტეტია და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სამსახური ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას ახორციელებს. მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომდგენლებს პატივი სცენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას და თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან”, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button