მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი მებრძოლი 34 წლის თარბეი არქანია დაიღუპა

რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებულ ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა – 34 წლის თარბეი (თაბო) არქანია.

მედიასთან საუბრისას დაღუპულის ახლობელმაგანაცხადა რომ ,თაბო არქანია 5 მაისს დაიღუპა დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკთან.

მისივე ცნობით, არქანია რუსეთის მხრიდან დრონით თავდასხმისას მიიღო ძლიერი დაზიანებები თავის არესა და ფეხში და გარდაიცვალა.

34 წლის თაბო არქანია უკრაინაში ცხოვრობდა. ის ამ ქვეყნის და ევროპის ჩემპიონი იყო ტაეკვანდოში. დარჩა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.

არქანიას ოჯახი აფხაზეთიდან იყო დევნილი.

მას ოდესაში, 10 მაისს დაკრძალავენ.

ომის დაწყების პირველივე დღეებიდან უკრაინაში რამდენიმე ასეული (არაოფიციალური ინფორმაციით, 2000-მდე) ქართველი მოხალისე იბრძვის.
ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე.
ომის დაწყებიდან (2022 წლის 24 თებერვლიდან) დღემდე, უკრაინაში 80-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
რუსკა ივანეიშვილი და მისი მეუღლე გელა ბეგლარაშვილი ერთად მონაწილეობდნენ საბრძოლო ოპერაციებში.

მსგავსი პოსტები

Back to top button