პუტინმა აშშ-ის ლიდერთან სატელეფონო საუბარი “შინაარსიანი, გულწრფელი და ძალიან სასარგებლოდ” შეაფასა
ბუტინმა დასძინა, რომ კრემლი ომის მშვიდობიანად გადაჭრას უჭერს მხარს

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის მიმდინარე სატელეფონო საუბარი, რომელიც 2 საათზე მეტი გაგრძელდა, დასრულდა.
პუტინმა აშშ-ის ლიდერთან საუბარი სასარგებლოდ შეაფასა და მადლობა გადაუხადა მას ომში სამშვიდობო შეთანხმების შესახებ პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების მხარდაჭერისთვის.
ამასთან, პუტინის თქმით, მოსკოვი მხარს უჭერს საომარი მოქმედებების შეწყვეტას, მაგრამ აღნიშნავს, რომ “აუცილებელია მშვიდობისკენ ყველაზე ეფექტური გზების შემუშავება”. მისივე მტკიცებით, “რუსეთი მზადაა კიევთან სამშვიდობო შეთანხმების მემორანდუმზე ითანამშრომლოს”.
კრემლის ლიდერმა აღნიშნა, რომ მოსკოვმა და კიევმა უნდა იპოვონ კომპრომისები, რომლებიც ყველა მხარეს მოერგება.
პუტინის განცხადებით, საუბრისას ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია დააფიქსირა.
“პირველ რიგში, მადლობა გადავუხადე აშშ-ის პრეზიდენტს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო დადებასთან დაკავშირებით პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების მხარდაჭერისთვის. საუბარია იმ მოლაპარაკებების განახლებაზე, რომლებიც, როგორც ცნობილია, უკრაინულმა მხარემ 2022 წელს შეწყვიტა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გამოთქვა თავისი პოზიცია საომარი მოქმედებების შეწყვეტასთან, ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
ჩემი მხრივ, აღვნიშნე, რომ რუსეთიც მხარს უჭერს უკრაინის კრიზისის მშვიდობიან მოგვარებას. ჩვენ უბრალოდ უნდა განვსაზღვროთ მშვიდობისკენ სწრაფვის ყველაზე ეფექტური გზები”, – თქვა პუტინმა.