მნიშვნელოვანისიახლეები

,,ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება აღარ არსებობს,, ოპოზიცია მმართველ გუნდს აკრიტიკებს

ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება აღარ არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ ბიძინას რეჟიმის უსაფრთხოება არსებობს და ამისთვის სჭირდებათ მთელი რესურსების შიდა უსაფრთხოებაში, სუს-ში თავმოყრა, რათა დაიცვან რეჟიმი და არა საქართველო , – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც დაზვერვის სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში გადასვლას და სუს-ის საქვეუწყებო დაწესებულებად – ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ ჩამოყალიბებას ეხმაურება.
თეონა აქუბარდიას განცხადებით, გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ივანიშვილის რეჟიმისთვის არც სუვერენიტეტი, არც ქვეყნის ეროვნული ინტერესები, არაფრად ღირს.
„ეს არის ძალიან მძიმე იმ ფონზე, როცა ქვეყნის 20% არის ოკუპირებული, რუსეთი აძლიერებს ანექსიურ პროცესებს ოკუპირებულ რეგიონებში და როდესაც საფრთხეები ქვეყნის გარედან, მტრულად განწყობილი ქვეყნების მხრიდან არასად არ წასულა. შესაბამისად, გაერთიანების მთავარი მიზანი არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური. რამდენადაც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება აღარ არსებობს, მხოლოდ და მხოლოდ ბიძინას რეჟიმის უსაფრთხოება არსებობს და ამისთვის სჭირდებათ მთელი რესურსების შიდა უსაფრთხოებაში, სუს-ში თავმოყრა, რათა დაიცვან რეჟიმი და არა საქართველო იმ საფრთხეებისგან, რომელიც აქვს და მომავალში კიდევ უფრო მეტი ექნება.
ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ივანიშვილის რეჟიმისთვის არც სუვერენიტეტი, არც ქვეყნის ეროვნული ინტერესები, არაფრად არ ღირს. დაზვერვის სამსახური ეწირება რეჟიმის ინტერესებს. კიდევ უფრო სუსტი და დაუცველი აღმოჩნდება ქვეყანა“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

გადაწყვეტილება, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებას გულისხმობს, თუ ეს საბოლოოდ მოხდა, რა თქმა უნდა, საგანგაშოა. ეს მიანიშნებს, რომ არ არის ინტერესი, არსებობდეს დამოუკიდებელი ორგანო, თუნდაც ფორმალურად, – ასე ეხმაურება საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე იმ ფაქტს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური უქმდება, ხოლო გაუქმების შემდეგ, გენერალური პროკურატურის მმართველობის სივრცეში გადავა.

მეორე მხრივ, როგორც ქურდოვანიძემ აღნიშნა, სპეციალური საგამოძიებო სამსახური უფუნქციო იყო.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახური იმ მიზნით შეიქმნა, რომ მას დამოუკიდებლად უნდა გამოეძია ის დანაშაულები, რომელსაც სამართალდამცველების მხრიდან ჰქონდა ადგილი, თუმცა წლების განმავლობაში ვხედავდით, რომ ეს სამსახური უფუნქციო იყო, ვერ ასრულებდა საკუთარ მისიას და მანდატს. ამ დრომდე არცერთი საქმე არ არის გამოძიებული. ის გადაწყვეტილება, რომელიც ინსტიტუციურადაც ამ სამსახურის გაუქმებას გულისხმობს, თუ ეს საბოლოოდ მოხდა, რა თქმა უნდა, საგანგაშოა. ეს მიანიშნებს, რომ არც ფორმალურად არის ინტერესი, არსებობდეს ცალკე, დამოუკიდებელი ორგანო, თუნდაც ფორმალურად, რომელიც სპეციალური მანდატით გამოიძიებდა იმ დანაშაულს, რომელიც ამ სამსახურს ექვემდებარებოდა“, – აღნიშნავს ქურდოვანიძე.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური უქმდება. როგორც მედიას თავად საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, ის გაუქმების შემდეგ, გენერალური პროკურატურის მმართველობის სივრცეში გადავა.

„გიდასტურებთ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური შეუერთდება საქართველოს გენერალურ პროკურატურას. საზოგადოებისთვის დამატებითი დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც საქართველოს პარლამენტში ბიუროს წარედგინება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელშიც დეტალურად იქნება განმარტებული ცვლილებების საჭიროება და ფორმები“, -აცხადებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახური.

2022 წელს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ, რომელსაც ლონდა თოლორაია ხელმძღვანელობდა, მის ნაცვლად ორი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატს არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენდა.

უწყება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისა და მოხელეების მიერ ჩადენილ დანაშაულებს იძიებდა.

პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში გადადის. დაზვერვის სამსახური სუს-ის საქვეუწყებო დაწესებულებად – ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ ჩამოყალიბდება. ამას 26 კანონში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები “ქართული ოცნების“ დეპუტატები: – ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი, არჩილ გორდულაძე, რატი იონათამიშვილი, იოსებ ჯორბენაძე, გენრიეტა წიწავა, ზვიად შალამბერიძე და ვიქტორ ჯაფარიძე არიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button