“FARA”-ს კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს-საია

უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” (საია) საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს FARA-ს („უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“) შეჩერების მოთხოვნით. საიასთან ერთად მოსარჩელეები არიან მედიაორგანიზაციები სტუდია “მონიტორი” და “საქართველოს ამბები”. სარჩელი სასამართლოში 2025 წლის 15 მაისს შევიდა.
როგორც საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სარჩელით მოთხოვნილია “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის” გაუქმება, ასევე, დავის დასრულებამდე კანონის შესაბამისი მუხლების მოქმედების შეჩერება. საია-ს ცნობით, საკონსტიტუციო სარჩელში დასაბუთებულია, რომ ბუნდოვანი ნორმების პარალელურად, კანონის აღმასრულებელ სუბიექტებს (ანტიკორუფციული ბიურო, პროკურატურა, სასამართლო) მინიჭებული აქვთ დაუბალანსებელი უფლებამოსილებები, რაც ზრდის კანონის თვითნებური გამოყენების რისკებს.
“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2025 წლის 1 აპრილს, ,,ქართულმა ოცნებამ” მიიღო „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, ე.წ. FARA, რომელიც არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და მედიების გაჩუმებას, დისკრედიტაცია და დევნას, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ფორმით.
«ქართული ოცნება» ამ კანონს ამერიკული FARA-ს («Закон о регистрации иностранных агентов») ანალოგად მიიჩნევს, თუმცა, სინამდვილეში ამერიკული FARA 1938 წელს მიღებული კანონია, რომელიც, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტისა და დამოუკიდებელი სასამართლოების განმარტებების შესაბამისად, მიზნად ისახავს არა დამოუკიდებელი საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების შეზღუდვას, არამედ მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნის ძალების აგენტების საქმიანობის გამოაშკარავებას. ამასთან, აღნიშნული რეგულირება მიემართება ისეთ შემთხვევებს, როდესაც უცხოეთიდან დაფინანსებული პირები ავტონომიურად არ მოქმედებენ და სრულად ექვემდებარებიან პრინციპალის მითითებებს.
მნიშვნელოვანია, ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ კანონმდებლობის რეალური შინაარსი არ განისაზღვრება მხოლოდ მისი ტექსტით, ხოლო სხვა ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობის პირდაპირ გადმოტანა ვერ უზრუნველყოფს მის იდენტურ ფუნქციონირებას. სამართლებრივი ნორმა, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ერთი და იგივე ფორმულირება, სხვადასხვა იურისდიქციასა და სხვადასხვა დროში, შესაძლოა, სრულიად განსხვავებულ შედეგებს იწვევდეს, რაც განპირობებულია სამართლებრივი სისტემის სტრუქტურით, პოლიტიკური გარემოთი და ინსტიტუციური მექანიზმებით.
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსაგან განსხვავებით წარმოადგენს საერთო სამართლის Да, конечно. საერთო სამართლის ქვეყნებს ახასიათებს ფართოდ ფორმულირებული ტერმინები, ვინაიდან ამ სამართლებრივ სისტემაში სამართალია ის, რასაც სასამართლო დაადგენს (Марбери против Мэдисона, 5 US 137 (1803 г.). კონტინენტური სამართლის ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, თავად კანონის ტექსტი უნდა იძლეოდეს სამართლებრივი ვალდებულების დადგენის შესაძლებლობას. ჩვენი სისტემა ფუნდამენტურად გამორიცხავს იმგვარი ზოგადი ნორმის მიღების შესაძლებლობას, სადაც კანონმდებლის ფუნქციას მოსამართლე კისრულობს. ეს განსაკუთრებით ეხება იმ ნორმებს, რომლითაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგენა ხდება. შესაბამისად, როდესაც ჩვენს სისტემაში ხდება საერთო-სამართლის ინსტიტუტების გადმოღება, არ არის საკმარისი საერთო სამართლის ქვეყნის კანონის თარგმნა. აუცილებელია მხედველობაში იქნეს მიღებული საერთო სამართლის ქვეყნის სასამართლო პრაქტიკა. აშშ-ს სასამართლო პრაქტიკის თანახმად, დონორისაგან დაფინანსების მიღების ფაქტი, თავისთავად, არ აქცევს მის მიმღებს დონორის მითითების ან კონტროლის ქვეშ მყოფ სუბიექტად. ასეთ შემთხვევაში სუბსიდიის მიმღებს არ Бесплатное приложение для детей. კორპორაციები, რომლებიც იღებენ უცხოელი პრინციპალებისაგან ფინანსურ დახმარებას, ისე რომ არ ექვემდებარებიან უცხოური პრინციპალის კონტროლს, არ არიან აგენტები FARA-ს მიზნებისათვის.
საკონსტიტუციო სარჩელში დასაბუთებულია, რომ ბუნდოვანი ნორმების პარალელურად, კანონის აღმსარულებელ სუბიექტებს (ანტიკორუფციული ბიურო, პროკურატურა, სასამართლო) მინიჭებული აქვთ დაუბალანსებელი უფლებამოსიულებები, რაც ზრდის კანონის თვითნებური გამოყენების რისკებს. ასეთ რეალობაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ,,ქართული ოცნება” სრულად აკონტროლებს ანტიკორუფციულ ბიუროს, სასამართლოსა და პროკურატურას, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ФАРА-ს ყოველგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობების არარსებობის მიუხედავად, გამოიყენებს დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიების წინააღმდეგ, რომლებიც ეხმარებიან საზოგადოების სხვადასხვა დაჩაგრულ ჯგუფს, ეწინააღმდეგენიან სისტემურ წამებას, ამხელენ ,,ქართული ოცნების” ანტი-ევროპულ კურსს, კორუფციულ გარიგებებს, აშუქებენ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, ადამიანის უფლებათა დამაზიანებელ პრაქტიკებს და სხვა”, – წერია განცხადებაში.
გარდა ამისა როგორც ორგანიზაციის ოფისში დღეს, 22 მაისს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა საიას ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძემ, კანონი “მყისიერ საფრთხეს ქნის ორგანიზაციებისა და ინდივიდებისთვის, რომელთა საქმიანობაც შეიძლება მოექცეს კანონის რეგულირების ფარგლებში”, შესაბამისად, “არსებობს იმის აუცილებელი პირობა, რომ ეს სარჩელი განხილული იყოს სწრაფად და საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩეროს გასაჩივრებული ნორმები”.
“ქართული ოცნება” საუბრობს, რომ ეს თითქოს არის ამერიკული FARA-ს პირდაპირი თარგმანი. ეს არ ნიშნავს, რომ ის ანალოგიურად გამოიყენება სხვა სამართლებრივ სივრცეში, სამართლებრივ სისტემაში და პოლიტიკურ კონტექსტში. ერთი მხრივ, ცალსახაა ის მიზანი, რომელიც ამოძრავებს “ქართულ ოცნებას”, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მედიაორგანიზაციები და არა მხოლოდ ორგანიზაციები, ასევე ფიზიკური პირები, შეზღუდოს სხვადასხვა ფორმით და ეს კანონის ამ მიზანს ემსახურება”, – თქვა ნონა ქურდოვანიძემ.
მისი სიტყვებით, “ნორმალური განმარტების პირობებში”, კანონი მათი ორგანიზაციის წინააღმდეგ არ შეიძლება იყოს გამოყენებული, “მაგრამ მათი [“ქართული ოცნების”] რიტორიკა და ამ კანონის ბუნდოვანი ბუნება და მისი ბუნდოვანი შინაარსი და ასევე განუჭვრეტელი ძალაუფლების მინიჭება ანტიკორუფციული ბიუროსათვის, აჩენს იმის რისკებს, რომ ეს კანონი გამოყენებული იქნება რეპრესიულად”.
საიას ხელმძღვანელის თქმით, არ აქვთ მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გაითვალისწინებს მათ მოთხოვნას, მაგრამ ამის გამო უარს არ იტყვიან კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დაცვის მოთხოვნაზე.
სტუდია “მონიტორის” თანადამფუძნებლისა და რედაქტორის, ნანა ბიგანიშვილის თქმით, მედიაორგანიზაციის ოცწლიანი არსებობის განმავლობაში, მიუხედავად კრიტიკული მედიისთვის კრიზისული პერიოდებისა, არასოდეს დამდგარან “ყოფნა-არყოფნის საფრთხის წინაშე”, როგორც ამით ემუქრება, მისი სიტყვებით, “ვითომ ამერიკული კანონი FARA”.
ნანა ბიგანიშვილის თქმით, ეს არის „რეპრესიული რეჟიმის გაგრძელება კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, რაც უფრო ადრე დაიწყო, მაგრამ რასაც უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ახორციელებს „ქართული ოცნება“ კრიტიკული მედიის მიმართ. ეს კანონი ემსახურება თავისუფალი აზრის ჩახშობას და არანაირად არ ემსახურება არც გამჭვირვალობას და არც რაიმე საზოგადოებრივ ინტერესს“.
1 აპრილს „ქართულის ოცნების“ პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო მედიისა და სამოქალაქო ორგანიზაციების შემზღუდავი კანონი, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომელიც ამერიკული FARA-ს საფუძველზე შეადგინეს, თუმცა ამერიკული ანალოგისაგან განსხვავებით, იგი მიზანში იღებს დამოუკიდებელ სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მედიას.
თუმცა ეს არ არის ერთადერთი კანონი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პროევროპული აქციების პარალელურად მედიის, სამოქალაქო სექტორისა და დემონსტრაციების შესაზღუდად მიიღო – დამოუკიდებელ ორგანიზაციებს გრანტების მიღება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების თანხმობის გარეშე აღარ შეუძლიათ, გაიზარდა ჯარიმები და ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა ადმინისტრაციული კოდექსის იმ მუხლებით, რომლებსაც ყველაზე ხშირად იყენებენ აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ.
კანონი 31 მაისიდან ამოქმედდება, მის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოა ანტიკორუფციული ბიურო.