მნიშვნელოვანისიახლეები

10-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა იპოვეს თბილისში, მდინარე მტკვარში 14 მაისს გადავარდნილი ავტომობილის მესამე მგზავრის ცხედარი

10-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა იპოვეს თბილისში, მდინარე მტკვარში 14 მაისს გადავარდნილი ავტომობილის მესამე მგზავრის ცხედარი. ინფორმაცია ჟურნალისტებს დაუდასტურეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

როგორც მედიას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ეს იმ ახალგაზრდის, გიორგი შამუგიას ცხედარია, რომელიც გასულ კვირას ავარიის შედეგად მეგობრებთან ერთად მანქანით მტკვარში გადავარდა და დაიღუპა. მათივე განმარტებით, მაშველებმა ცხედარი მდინარიდან უკვე ამოიყვანეს. ცნობისთვის ორის ცხედარი მეორე დღეს, 15 მაისს იპოვეს. იმავე დღეს ამოიტანეს მდინარის ფსკერიდან ავტომობილიც.

შეგახსენებთ, 14 მაისს, თბილისში მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოძრავ „ფორდის” მარკის ავტომობილს, რომელშიც ოთხი პირი იმყოფებოდა, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც „ფორდი“ მდინარე მტკვარში გადავარდა. სამაშველო სამსახურმა ოთხი პირიდან ერთი პირი მდინარიდან კონტაქტურ მდგომარეობაში ამოიყვანეს, მოგვიანებით კი ორი გარდაცვლილის ცხედარი ამოიყვანეს. მეოთხეს ამ დრომდე ეძებდნენ.

მომხდართან დაკავშირებით, პროკურატურამ „მერსედესის“ მარკის ავტომობილის 23 წლის მძღოლი იმავე დღეს დააკავა მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დროს მაშველებმა იპოვეს 1 აპრილს გაუჩინარებული, 21 წლის აითაჯ მამედოვას ცხედარი.

მსგავსი პოსტები

Back to top button