მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის უფროსმა ერეკლე გეწაძის პერფორმანსზე გამოძიების დაწყება ბრძანა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშის შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა, – ამის შესახებ განცხადებას რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი „ტელეგრამის“ არხზე ავრცელებს.

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ალექსანდრ ბასტრიკინმა გამოძიების დაწყება მას შემდეგ ბრძანა, რაც „მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ საქართველოს რესპუბლიკაში, მუსიკალური ფესტივალის დროს, ერთ-ერთმა შემსრულებელმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშა შეურაცხყო“.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბასტრიკინმა მომღერალ ერეკლე გეწაძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა მოითხოვა. ინფორმაციას კომიტეტი თავად ავრცელებს.

კერძოდ, ბასტრიკინმა, საქართველოში გამართულ კონცერტზე “რუსეთის დროშის შეურაცხყოფის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ბრძანება გასცა”.

„რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ მთავარი საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლებს დაავალა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრან, რათა დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე კანონით დადგენილი წესით წარსდგნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ვითარებას რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები შეაფასებდნენ.

„დილიდან არაერთი ზარი ისმის, კომენტარის გაკეთების თხოვნით უცნობი ანტიგმირის საქციელზე, რომელმაც რუსული სამფეროვანი დროშით რაღაც წარმოდგენა მოაწყო თბილისში. პირველ რიგში, დროშა დროშად დარჩება, რაც არ უნდა ჩაიდინოს შეშლილმა. მეორეც, ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები ამ აღმაშფოთებელ ქმედებას შესაბამის შეფასებას მისცემენ“, – აღნიშნა ზახაროვამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button