მნიშვნელოვანისიახლეები

ნიკა მელიას სასამართლო სხდომა ხვალ 14:00 საათზე გაიმართება-გირაოს გადახდის ვადა კი დღეს იწურება

ნიკა მელიას სასამართლო სხდომა ხვალ, 14:00 საათზე გაიმართება – მისთვის შეფარდებული გირაოს გადახდის ვადა კი დღეს იწურება. წინასასამართლო სხდომა დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა ხვალისთვის გადაიდო. მიზეზი პროკურორების გამოუცხადებლობა გახდა.პროცესზე დასწრებას არ გეგმავდა არც თავად ნიკა მელია.

ოფიციალური განმარტებით, ბრალდების მხარის წარმომადგენლები სასწავლო ტრენინგს ესწრებიან. ნიკა მელიას წინააღმდეგ საქმე აღძრულია პარლამენტში დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო.

აქამდე არსებული პრაქტიკით, მაშინ როდესაც პოლიტიკოსები არ იხდიან გირაოს პროკურატურა პატიმრობის შუამდგომლობას აყენებს.
ნიკა მელიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გირაო აქვს შეფარდებული, რომლის გადახდასაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არ აპირებს. არსებობს მაღალი ალბათობა, რომ სასამართლო ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებას – გირაოს პატიმრობით შეუცვლის. იგივე ბრალდებით დაკავებულები არიან ირაკლი ოქრუაშვილი და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button