მნიშვნელოვანისიახლეები

ლისის ტბის ასახვევთან „ახალის“/„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია დააკავეს

პარტიის პრესსამსახურისა და ადვოკატის ცნობით, „ახალის“/„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია დააკავეს.

ამავე ცნობებით, მისი დაკავება სავარაუდოდ, ლისის ტბის ასახვევთან მოხდა, როდესაც ერთ-ერთ პოდკასტში მონაწილეობის მისაღებად მიდიოდა.

“ლისზე დააკავეს, პოდკასტის ჩასაწერად მიდიოდა, ფაქტობრივად, ოფისთან. საპატრულო პოლიციამ გააჩერა, იმყოფებოდა მხოლოდ და მხოლოდ დაცვასთან ერთად, რა დროსაც, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული, მათ შორის, კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები [იყვნენ], ასე მეუბნებიან, 100-მდე იყვნენო. წაართვეს აბსოლუტურად ყველას, მათ შორის დაცვის თანამშრომლებსაც ტელეფონები, ამოიღეს ჩიპები და გადააგდეს და მელია ჩასვეს მანქანაში და გადაიყვანეს”, – აცხადებენ პარტიის პრესსამსახურში.

მისი ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი „ტვ პირველთან“ აცხადებს, რომ დაკავება „აბსოლუტურად გაუგებარია“, – მელიას პოლიციის ეკიპაჟმა მანქანის გადაყენება მოსთხოვა და შემდეგ იგი „ძალისმიერი მეთოდებით დააკავეს“.

გამოვრიცხავ, რომ ეს საქმე დაკავშირებული იყოს ნიკას მიმართ რომელიმე უკვე მიმდინარე საქმესთან, რადგან არცერთ მათგანში აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა არ აქვს შეფარდებული , – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა.

გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, შეიძლება მოგონილი ადმინისტრაციული ბრალდებით დააკავეს, რომ ხვალ უზრუნველყონ მისი სასამართლო პროცესზე მიყვანა.

„ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიდიოდა გადაცემაში გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად. გადააყენა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა და შემდგომ უკვე ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე რამდენიმე პოლიციელმა, მათ შორის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ძალისმიერი მეთოდებით დააკავეს და ყოველგვარი ახნა-განმარტების წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. გაუგებარია რასთან არის ეს დაკავშირებული, რადგან მას არცერთ საქმეში აღკვეთის ღონისძიება შეცვლილი არ აქვს და რაშთან არის მისი დაკავება დაკავშირებული ჩემთვის უცნობია. ფაქტობრივად მოიტაცეს. აგრესიულად და ახსნა-განმარტების გარეშე მოქმედებდნენ“, – განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ლისის ტბის ასახვევთან დააკავეს, თუმცა, მისი თქმით, მელიას დაკავების საფუძველი არ არსებობდა.

გვარამიას განცხადებით, მელიას გირაოს გადახდის ვადა ჯერ არ არის ამოწურული, და არც სასამართლოს გამოუტანია გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ.

„ნიკა დააკავეს მანქანაში, ლისის ტბის ასახვევთან.

არც ერთი საფუძველი არ არსებობს: ფორმალურად არც გირაოს გადახდის ვადა გასულა, და არც სასამართლოს არ გამოუტანია აღკვეთის შეცვლის გადაწყვეტილება!“, – წერს გვარამია.

დღეს მისი სასამართლო იყო დანიშნული, თუმცა ხვალამდე, 30 მაისამდე გადაიდო – სავარაუდოდ ხვალ პროკურატურა მის პატიმრობას მოითხოვს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული გირაოს გადაუხდელობის მოტივით.

მსგავსი პოსტები

Back to top button