მნიშვნელოვანისიახლეები

,,საშუალო ხელფასი 3 500 ლარზე მეტი ამ ამოცანების შესრულება, სავსებით რეალურია,,-პრემიერის თქმით ეს 2028 წლის საპროგრამო ამოცანაა

"მიმდინარე წელს ქვეყანამ დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდა უნდა შეინარჩუნოს ამ ყველაფრის შედეგი არის ის, რომ ჩვენ 2024 წელს მართლაც შეგვიმცირდა სიღარიბე,,-დავითაშვილი

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეკონომიკური ზრდით საქართველო მოწინავეა არამხოლოდ რეგიონში, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით. ეკონომიკური წინსვლა კი პირდაპირ აისახება დასაქმებულთა რაოდენობასა და საშუალო ხელფასის ზრდაზე. მხოლოდ აპრილში, 7,5 პროცენტი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.

სიღარიბის მაჩვენებელი 4 პროცენტზე დაბლა, საშუალო ხელფასი კი 3 500 ლარზე მეტი – პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ეს 2028 წლის საპროგრამო ამოცანაა. არსებული ტემპის შენარჩუნების პირობებში, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დასახული ამოცანების შესრულება, სავსებით რეალურია.

უმუშევრობისა და სიღარიბის შემცირება, რომ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ადასტურებს ვიცე-პრემიერიც. ლევან დავითაშვილმა “ჯინის” ინდექსი ახსენა, რაც დაგროვებული ქონების საზოგადოებაში გადანაწილების მაჩვენებელია. ამ ინდექსის ზრდა, მინისტრის შეფასებით, ეკონომიკის ინკლუზიურობის ხარისხს ზრდის.

ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით, განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ოპოზიციაში.

“ქართულ ოცნებაში” კი, მთავრობის გონივრულ მონეტარულ პოლიტიკაზე აკეთებენ აქცენტს და ამბობენ, რომ სტაბილური ეკონომიკური განვითარება, მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე დადებითად აისახება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბოლო ოთხ თვეში საქართველოში, ეკონომიკურმა ზრდამ – 8,8 % შეადგინა.

ჩვენი საბოლოო ამოცანა არის სიღარიბის განულება ჩვენს ქვეყანაში, მივდივართ სწრაფი ტემპით ამ მიმართულებით და აქაც გვაქვს კონკრეტული საპროგრამო ამოცანა, რომ 4 პროცენტს ჩამოსცდეს ეს მაჩვენებელი 2028 წლისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქსტატმა გამოაქვეყნა სიღარიბის 2024 წლის მონაცემები, რომლის მიხედვითაც ეს მაჩვენებელი 2,4 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

“11,8 პროცენტი იყო სიღარიბის მაჩვენებელი 2023 წელს და ეს მაჩვენებელი 2024 წელს შემცირდა 2,4 პროცენტული პუნქტით, ანუ პირველად, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ჩვენს ქვეყანაში დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი 9,4 პროცენტი. მინდა, შეგახსენოთ, რომ 2012 წელს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ გადაიბარა ხელისუფლება, სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა მილიონ ასი ათასზე მეტი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში, ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს. წინსვლა აშკარაა, თუმცა ჩვენი საბოლოო ამოცანა არის სიღარიბის განულება ჩვენს ქვეყანაში, მივდივართ სწრაფი ტემპით ამ მიმართულებით და აქაც გვაქვს კონკრეტული საპროგრამო ამოცანა, რომ 4 პროცენტს ჩამოსცდეს ეს მაჩვენებელი 2028 წლისთვის. ესეც არის აბსოლუტურად რეალური, შესაბამისად, ამ ტემპით, საშუალოვადიან პერსპექტივაში ჩვენ შეგვიძლია, რეალურად აღმოვფხვრათ მთლიანად სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ერთ-ერთ უმთავრესი ეროვნული ამოცანა ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჩვენ აპრილში დაგვიფიქსირდა 7,5 პროცენტი ეკონომიკური ზრდა, რაც არის კარგი, მაღალი მაჩვენებელი. ოთხი თვის საშუალო ზრდამ შეადგინა 8,8 პროცენტი და ამ თვალსაზრისით, ეკონომიკის ზრდის კუთხით, ჩვენი ქვეყანა რჩება მოწინავედ არამხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკური თვალსაზრისით განვითარება გაგრძელდება.

“2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა და დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1300 ლარიდან გაიზარდა 2217 ლარამდე, შესაბამისად, აშკარაა, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც ფიქსირდება ქვეყანაში, აისახება მოსახლეობის ფართო ფენებზეც. მთავარია, ჩვენ ამ ტემპით გავაგრძელოთ წინსვლა. ჩვენი ერთ-ერთი ეროვნული ამოცანა არის სიღარიბის საბოლოოდ დაძლევა და ეკონომიკური ზრდა არის ამისთვის გადამწყვეტი, შესაბამისად, მთელი ყურადღებით უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ მომავალშიც სწრაფი ეკონომიკური ზრდა.

ჩვენ გვაქვს მკაფიო ამოცანები. 2028 წლისთვის საპროგრამო ამოცანაა, რომ უმუშევრობა ჩამოსცდეს 4-პროცენტიან ნიშნულს, საშუალო ხელფასი გადასცდეს 3500 ლარს, ვფიქრობთ, რომ არსებული ტემპებით, მიზნები არის შესრულებადი, დანარჩენი თავიდან ბოლომდე ჩვენზეა დამოკიდებული”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“მიმდინარე წელს ქვეყანამ დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდა უნდა შეინარჩუნოს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის შედეგი არის ის, რომ ჩვენ 2024 წელს მართლაც შეგვიმცირდა სიღარიბე. მთავარი ამოცანა, რომელიც ხელისუფლებას აქვს, ეს არის – სიღარიბის დაძლევა, ქვეყანაში ეკონომიკური კეთილდღეობის შექმნა და, რა თქმა უნდა, ქვეყნის გამთლიანება“, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში დღეს ეს ორი სტრატეგიული მიზანია გაცხადებული და დანარჩენი ამოცანები, რომლებიც მთავრობას აქვს, სწორედ არის ამ ორი დიდი მიზნის შესრულებისკენაა მიმართული.

“ვფიქრობთ, რომ ჩვენი ეკონომიკური პროგნოზები დადასტურდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდანაც. თქვენ იცით რომ, ჩვენ მისიასთან გვქონდა მჭიდრო მუშაობა ბოლო კვირის განმავლობაში და ალბათ მათ ამ სამუშაო მისიის ფარგლებში შეაფასეს როგორც დღევანდელი სტატუსი, ასევე პროგნოზები. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია როცა ეს დადასტურებულია ძალიან მაღალი დონის კომპეტენტური საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან და პარტნიორების მხრიდანაც”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აპრილის თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა, ხოლო იანვარ-აპრილის საშუალო ეკონომიკური ზრდა 8.8%-ით განისაზღვრა. ეკონომიკისა დ მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანი პოზიტიური დინამიკაა ერთ-ერთი მთავარი ამოცანის – სიღარიბის დაძლევის კუთხით. კერძოდ, ისტორიაში პირველად, ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 2024 წლის მონაცემების შედეგად ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი ერთნიშნა გახდა.

“ის ჯერ კიდევ ძალიან მაღალია, მაგრამ 2028 წლისთვის საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს, რომ მნიშვნელოვნად შემცირდეს უმუშევრობა, ასევე სიღარიბე. მნიშვნელოვანია ე.წ. ჯინის ინდექსი, რომელიც ქონების გადანაწილებას, საზოგადოებაში შექმნილი დოვლათის გადანაწილებას ასახავს – აქაც გაუმჯობესება გვაქვს და ეს ინდექსიც მცირდება, მცირედით, მაგრამ, აქაც გვაქვს ზრდა. ეს იმის მაჩვენებელია რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდის ინკლუზიურობის ხარისხი ასევე იმატებს”, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button