მნიშვნელოვანისიახლეები

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გამზირის ორ მონაკვეთზე გადაკეტეს: პარლამენტის წინ და რუსთაველის თეატრის წინ.

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეზღუდულია.

აქციას მსვლელობით შეუერთდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე პროტესტის მონაწილეებიც.

დემონსტრანტები სკანდირებენ: “არ გაჩერდება სოლიდარობა”; “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”

აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.

უწყვეტი პროტესტის 189-ე დღესაც დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

მსგავსი პოსტები

Back to top button