ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ ფარერებს 1:0 ამარცხებს
„ჯვაროსნების“ რიგებში ბოლო, 79-ე შეხვედრა გიორგი ლორიამ ჩაატარა, რომელიც ეროვნულ გუნდს კაპიტნის რანგში დაემშვიდობა.

თბილისში, „დინამო არენაზე“ საქართველოს ნაკრებისა და ფარერის კუნძულების ეროვნული გუნდის ამხანაგური მატჩი მიმდინარეობს.
ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით პირველი ტაიმის შემდეგ ფარერებს 1:0 ამარცხებს.
მატჩის მე-9 წუთზე ფარერის კუნძულების ნაკრების კარში გოლი ლუკა ლოჩოშვილმა თავური დარტყმით გაიტანა. ეს ქართველი მცველისთვის სანაკრებო კარიერაში მეორე გოლია, მან გიორგი გულიაშვილის გადაცემა გამოიყენა.
აღნიშნული შეხვედრა საქართველოს ნაკრებში ბოლოა გიორგი ლორიასთვის, ის 17-წლიან სანაკრებო კარიერას ასრულებს და თამაშის დაწყების წინ სამახსოვრო მაისურიც მიიღო.
საქართველოს ნაკრები ივნისის ამხანაგურ მატჩებს რამდენიმე ლიდერის გარეშე შეხვდა. მეორე თამაშს ვილი სანიოლის გუნდი 8 ივნისს ქუთაისში კაბო ვერდეს ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობა ფარერის კუნძულებთან ამხანაგური მატჩისთვის ცნობილია.
გიორგი ლორია, გიორგი გველესიანი, ლაშა დვალი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, ლევან შენგელია, ნიკა გაგნიძე, ანზორ მექვაბიშვილი, საბა ლობჟანიძე, გიორგი ქვილითაია, გიორგი გულიაშვილი.
სათადარიგოები: ლუკა გუგეშაშვილი, დავით კერესელიძე, გურამ გიორბელიძე, საბა ხარებაშვილი, ივა გელაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, სანდრო ალთუნაშვილი, შოთა ნონიკაშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, გიორგი ბერიძე, დავით ვოლკოვი, გიორგი გაგუა.