მნიშვნელოვანისიახლეები

13 ივნისის ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა

13 ივნისის ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა.

2015 წლის 13 ივნისს თბილისში წყალდიდობამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2 ადამიანი.

წვიმა 13 ივნისის საღამოს 10 საათზე დაიწყო. 14 ივნისს, 0:30-ზე მდგომარეობა საშიში გახდა.

დაზარალდა 200-მდე ოჯახი – 1000-მდე ადამიანი.
2015 წელს სტიქიამ გაანადგურა ​საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა “მზიურისა” და ზოოპარკის ტერიტორიები.

სტიქიამ თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი, დაიტბორა მზიურის ტერიტორია.

სტიქიისას დაიხოცა ზოოპარკის ბინადართა ნაწილი. გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა.
დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი.
თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი, 13 მგელი და ბეჰემოტი აღმოჩნდა.
13 ივნისი – 2015წელი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი მძიმე დღე
“მზე ისევ გაათბობს თბილისს
და აღარ იწვიმებს ,,ცა მეტს”.
მე რა დამავიწყებს ივნისს,
მე რა დამავიწყებს ცამეტს!”

მსგავსი პოსტები

Back to top button