კუპრაშვილის თქმით ბიურო უზრუნველყოფს როგორც პროფესიული, ასევე პირადი მონაცემების დაცვას
რაჟდენ კუპრაშვილი არასამთავრობოებს - "მოთხოვნილი დოკუმენტაცია არ სცდება საკანონმდებლო უფლებამოსილების ფარგლებს"

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, ზოგიერთი ორგანიზაციის წარმომადგენლები მიზანმიმართულად ავრცელებენ მცდარ ინფორმაციას, თითქოს ბიურო სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ითხოვს მოქალაქეების პირად და პროფესიულ ინფორმაციას.
კუპრაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ბიურო მოქმედებს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული მანდატის ფარგლებში და მისი უმთავრესი პრიორიტეტი არის კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა.
მისი განმარტებით, ბიუროს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაცია მიზნად ისახავს მხოლოდ ორგანიზაციების საქმიანობის მიზნობრიობის შესწავლას და არ სცდება კანონით დადგენილ ჩარჩოს. კუპრაშვილი ასევე აცხადებს, რომ ბიურო უზრუნველყოფს როგორც პროფესიული, ასევე პირადი მონაცემების დაცვას.
„ანტიკორუფციული ბიურო, მინიჭებული მანდატის ფარგლებში, ახორციელებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, საარჩევნო სუბიექტისა და გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს საქართველოს კანონის – „ფარას“ აღსრულების მიზნით სათანადო ღონისძიებებს. ასევე ვახორციელებთ გრანტების თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების, ასევე , მიზნობრივად გამოყენების მონიტორინგს.
კანონის უზენაესობის და აღსრულების პროცესში ბიურო უფლებამოსილია გამოითხოვოს საჭირო ფინანსური და სამართლებრივი დოკუმენტაცია. დღის განმავლობაში რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს, ბიურო სასამართლოს ბრძანების საფუძველზე მათი ორგანიზაციებისგან არამიზნობრივად ითხოვს მოქალაქეების პირადი და პროფესიული საიდუმლოების ამსახველ დოკუმენტაციას“,- განაცხადა კუპრაშვილმა.
კუპრაშვილმა ასევე დაადასტურა, რომ ბიურო გააგრძელებს იმ ორგანიზაციების იდენტიფიცირებას, რომლებიც არადეკლარირებულად ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას და ფინანსდებიან გაუმჭვირვალე წყაროებით.
„აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოებას მინდა მივაწოდო სრულყოფილი ინფორმაცია. უპირველეს ყოვლისა, ვაცხადებთ, რომ კანონის უზენაესობა და აღსრულება არის ბიუროს უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენ მიერ მოთხოვნილი სამართლებრივი და ფინანსური დოკუმენტაცია არ ცდება საკანონმდებლო უფლებამოსილების ფარგლებს, მიმართულია მხოლოდ გრანტების ან პოლიტიკური აქტივობის მქონე ორგანიზაციის საქმიანობის მიზნობრიობის შესწავლისკენ. ამ პროცესში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სრულად იქნება უზრუნველყოფილი პროფესიულ თუ პერსონალური ინფორმაციის დაცულობა. მიგვაჩნია, რომ არსებული დეზინფორმაციული კამპანია ემსახურება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და მიზნად ისახავს გამჭვირვალობისკენ მიმართული კანონმდებლობისა და სამართლებრივი პროცესის დისკრედიტაციას. პოლიტიკური პროცესების გამჭვირვალობა არის ბიუროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ჩვენი საქმიანობა კვლავაც მიმართული იქნება იმ ორგანიზაციების გამოვლენისკენ, რომელთა აქტივობები არ შეესაბამება დეკლარირებულ მიზნებს და რომლებიც ფარულად ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას. ჩვენი მიზანია საქართველოს მოსახლეობას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია პოლიტიკური აქტორების ფუნქციონირების შესახებ, რათა საზოგადოებას გააჩნდეს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას.
ასევე ვადასტურებთ, რომ ბიუროს საქმიანობა არის ღია. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია თანამშრომლობისთვის მოგვმართოს. ამის მაგალითი იყო საინფორმაციო კამპანია, რომელიც ბიურომ აწარმოვა როგორც ახალი კანონების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით, ასევე ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებით. ვინაიდან, დეზინფორმაციული კამპანია სცდება საქართველოს ფარგლებს სცდება და მიზნად ისახავს ავტორიტარული საერთაშორისო ინსტიტუტებში არასწორი ინფორმაციის გავრცელებას, ამიერიდან ბიურო გააგრძელებს და უშუალო კომუნიკაცია ექნება ყველა ამ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, მათ შორის, აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და ამ სამართლებრივ პროცესთან დაკავშირებით უშუალოდ მათ მივაწვდით ინფორმაციებს, რათა არ მოხდეს დისკრედიტაცია აღნიშნული პროცესის”,- განაცხადა კუპრაშვილმა.
რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ბიურო, სასამართლოს ბრძანების საფუძველზე, მათი ორგანიზაციებისგან არამიზნობრივად ითხოვს მოქალაქეთა პირადი და პროფესიული საიდუმლოების ამსახველ დოკუმენტაციას, – ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც რაჟდენ კუპრაშვილმა აღნიშნა, მათ მიერ მოთხოვნილი სამართლებრივი და ფინანსური დოკუმენტაცია არ სცდება საკანონმდებლო უფლებამოსილების ფარგლებს და მიმართულია მხოლოდ გრანტის მიმღები ან პოლიტიკური აქტივობის მქონე ორგანიზაციების საქმიანობის მიზნობრიობის შესწავლისკენ.
ამასთან, რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, მომავალი კვირიდან ბიურო განაახლებს საინფორმაციო შეხვედრებს ყველა დაინტერესებულ მხარესა და საზოგადოების წარმომადგენლებთან.
„მოგეხსენებათ, ანტიკორუფციული ბიურო კანონმდებლობით მინიჭებული მანდატის ფარგლებში ახორციელებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, საარჩევნო სუბიექტისა და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს, საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ აღსრულების მიზნით სათანადო ღონისძიებებს. ასევე, ვახორციელებთ გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების, ასევე მიზნობრივი გამოყენების მონიტორინგს. კანონის უზენაესობის და აღსრულების პროცესში, ბიურო უფლებამოსილია, გამოითხოვოს საჭირო ფინანსური და სამართლებრივი დოკუმენტაცია. დღის განმავლობაში რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ბიურო, სასამართლოს ბრძანების საფუძველზე, მათი ორგანიზაციებისგან არამიზნობრივად ითხოვს მოქალაქეთა პირადი და პროფესიული საიდუმლოების ამსახველ დოკუმენტაციას. აღნიშნულთან დაკავშირებით, მინდა, საზოგადოებას მივაწოდო სრულყოფილი ინფორმაცია. უპირველეს ყოვლისა, ვაცხადებ, რომ კანონის უზენაესობა და მისი აღსრულება არის ბიუროს უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენ მიერ მოთხოვნილი სამართლებრივი და ფინანსური დოკუმენტაცია არ სცდება საკანონმდებლო უფლებამოსილების ფარგლებს, მიმართულია მხოლოდ გრანტის მიმღები ან პოლიტიკური აქტივობის მქონე ორგანიზაციების საქმიანობის მიზნობრიობის შესწავლისკენ. ამ პროცესში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სრულად იქნება უზრუნველყოფილი პროფესიული თუ პერსონალური ინფორმაციის დაცულობა.
მიგვაჩნია, რომ არსებული დეზინფორმაციული კამპანია ემსახურება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და მიზნად ისახავს გამჭვირვალობისკენ მიმართული კანონმდებლობისა და სამართლებრივი პროცესის დისკრედიტაციას. პოლიტიკური პროცესების გამჭვირვალობა არის ბიუროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ჩვენი საქმიანობა კვლავაც მიმართული იქნება იმ ორგანიზაციათა გამოვლენისკენ, რომელთა აქტივობებიც არ შეესაბამება დეკლარირებულ მიზნებს და რომლებიც ფარულად ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას. ჩვენი მიზანია, საქართველოს მოსახლეობას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია პოლიტიკური აქტორების ფუნქციონირების შესახებ, რათა საზოგადოებას გააჩნდეს ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობა.
აქვე ვადასტურებთ, რომ ბიუროს საქმიანობა არის ღია, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, მოგვმართოს თანამშრომლობისთვის და ამის მაგალითი იყო ის საინფორმაციო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა მოსახლეობის და დაინტერესებული პირების ინფორმირებას „ფარას“ კანონთან დაკავშირებით. ვინაიდან მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია უკვე სცდება საქართველოს ფარგლებს და მიზნად ისახავს ავტორიტეტულ საერთაშორისო ინსტიტუტებში არასწორი ინფორმაციის გავრცელებას, ამიერიდან ბიუროს უშუალო კომუნიკაცია ექნება საერთაშორისო ორგანიზაციებსა და აკრედიტებულ საელჩოებთან. მათ მიეწოდებათ სრულყოფილი ინფორმაცია, რათა არაკეთილსინდისიერ მხარეს არ მიეცეს მიმდინარე სამართლებრივი პროცესის დისკრედიტაციის შესაძლებლობა.
ბიურო გამოიყენებს ყველა საინფორმაციო პლატფორმას, რათა საქართველოს მოსახლეობას და საერთაშორისო პარტნიორებს ჰქონდეთ სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია. მომავალი კვირიდან ამ მიზნით ბიურო განაახლებს საინფორმაციო შეხვედრებს ყველა დაინტერესებულ მხარესა და საზოგადოების წარმომადგენლებთან.
ბოლოს, მინდა, განვაცხადო, რომ ამ წლების განმავლობაში საქართველოში საერთაშორისო დონორი და კეთილსინდისიერი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ უამრავი წარმატებული და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. სამწუხაროა, რომ ამ კეთილ საქმეებს ამოფარებული ზოგიერთი მდიდარი NGO სექტორის წარმომადგენელი ცდილობს, თავი აარიდოს გამჭვირვალობას და განახორციელოს არადეკლარირებული პოლიტიკური საქმიანობა. ბიუროს მიზანი კვლავაც იქნება, ვამხილოთ ეს მცდელობა და საზოგადოებას მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია“, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებაში, რომელიც ბრიფინგზე ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთი ხუციშვილმა წაიკითხა, ნათქვამია: „17 ივნისს ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ ანტიკონსტიტუციური რუსული კანონების აღსრულება მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით დაიწყო. ისინი ჩვენგან, უფლებადამცველებისგან, სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ითხოვენ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების – წამების მსხვერპლების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, მოსწავლეების, სტუდენტების, მასწავლებლების, პენსიონერების, შშმ პირების, მეწარმეების, მამხილებლების, ჟურნალისტების, დამკვირვებლების, უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეებისა და მათი ოჯახის წევრების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას“.
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა ორგანიზაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე უპასუხა იმ ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელთა შემოწმებაც ბიურომ დაიწყო 2024 წლიდან მიღებული გრანტების შესახებ კანონის საფუძველზე.
რაჟდენ კუპრაშვილმა “მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში” დაადანაშაულა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ “თითქოს ბიურო სასამართლოს ბრძანების საფუძველზე მათი ორგანიზაციებისგან არამიზნობრივად ითხოვს მოქალაქეთა პირადი და პროფესიული საიდუმლოების ამსახველ დოკუმენტაციას”.
“ჩვენ მიერ მოთხოვნილი სამართლებრივი და ფინანსური დოკუმენტაცია არ სცდება საკანონმდებლო უფლებამოსილების ფარგლებს, მიმართულია მხოლოდ გრანტების მიმღები ან პოლიტიკური აქტივობის მქონე ორგანიზაციების საქმიანობის მიზნობრიობის შესწავლის მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად, სრულად იქნება უზრუნველყოფილი პროფესიული და პერსონალური ინფორმაციის დაცულობა”.
მანამდე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ მოთხოვნილ ინფორმაციას შორისაა პირადი მონაცემები: გრანტის გაცემის შემდეგ გათვალისწინებული სამუშაო გეგმა, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, მონაწილეებისა და ბენეფიციარების პირადი ინფორმაცია (პირადი ნომრები), აქტივობის ამსახველი ფოტო-ვიდეომასალა და სხვა დეტალები.
რაჟდენ კუპრაშვილის შეფასებით, “არსებული დეზინფორმაციული კამპანია ემსახურება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და მიზნად ისახავს გამჭვირვალობისკენ მიმართული კანონმდებლობისა და სამართლებრივი პროცესის დისკრედიტაციას”.
მას არ უთქვამს, რა ნიშნით შეირჩნენ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, თუმცა დაასახელა ბიუროს კრიტერიუმები:
“ჩვენი საქმიანობა მიმართული იქნება იმ ორგანიზაციების გამოვლენისკენ, რომელთა აქტივობებიც არ შეესაბამება დეკლარირებულ მიზნებს და რომლებიც ფარულად ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას”.
“ჩვენი მიზანია, საქართველოს მოსახლეობას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია პოლიტიკური აქტორების ფუნქციონირების შესახებ, რათა საზოგადოებას გააჩნდეს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა”.
ამასთან მან დაამატა, რომ ბიუროს “უშუალო კომუნიკაცია ექნება ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, მათ შორის აკრედიტებული დიპლომატების წარმომადგენლობებთან და ამ სამართლებრივ პროცესთან დაკავშირებით ჩვენ უშუალოდ მათ მივაწვდით ინფორმაციას”. და დაამატა, რომ “ბიუროს მიზანია, ვამხილო აღნიშნული ორგანიზაციები და ფიზიკური პირები მათ ფარულ საქმიანობასთან დაკავშირებით”.
დღეს, 18 ივნისს, გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციულ ბიუროს ინფორმაციას არ გადასცემენ, მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიული უკუსვლის ფონზე მიღებული ახალი კანონმდებლობა დაუმორჩილებლობისათვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
მათ პასუხად, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა თქვა, რომ თუ არ აღასრულებენ, “საპროცესო კოდექსი გვაძლევს ჩვენ საშუალებას, განვახორციელოთ სხვა ქმედითი მოქმედებები, რაც გამოგვარკვევინებს სამართლებრივ მდგომარეობას ქეისებისა, რაზეც დავიწყეთ მოქმედება”. “სისხლის სამართლის საქმის აღძვრა კი ბიუროს მანდატი არ არის”.
ამასთან, კუპრაშვილმა კიდევ ერთხელ ჩამოთვალა ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია.
“სასამართლოს განჩინებასთან დაკავშირებით დღეს გავრცელდა არასასიამოვნო და ტყუილი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს სასამართლო განჩინებით ჩვენ მოვითხოვეთ მათი საქმიანობიდან გამომდინარე სამართლებრივი ადვოკატირების პროცესში თუ ჯანმრთელობის კუთხით პერსონალური ინფორმაციების ამოღება ამ ორგანიზაციებიდან, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ მოვითხოვეთ მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც უკავშირდება საბანკო ამონაწერებს, ჩვენ მოვითხოვეთ საგადასახადო ინფორმაციები. ასევე უშუალოდ ამ ორგანიზაციებს მოვთხოვეთ დონორთან გაფორმებული ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ის სამართლებრივი დოკუმენტები, რაც უკავშირდება ხელშეკრულების აღსრულებას. ასევე სიმართლეს არ შეესაბამება ადვოკატირებასთან და ადვოკატის საიდუმლოს გამჟღავნებასთან იყო გაკეთებული განცხადება, ესეც არ შეესაბამება სიმართლეს. მსგავსი მოთხოვნები არ არის დაყენებული”.
რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, საკითხს სამი თვის განმავლობაში შეისწავლიან და მივლენ შემაჯამებელ გადაწყვეტილებამდე.
ანტიკორუფციულმა ბიურომ 11 ივნისს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ხუთი ორგანიზაციისგან ინფორმაციის მიღებისათვის განჩინების გამოცემა მოითხოვა.
სასამართლოსგან განჩინება მიუვიდა ხუთ ორგანიზაციას, რომელთა სამუშაო სფეროები და სპეციფიკა სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან:
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – არჩევნების სადამკვირვებლო და ანტიკორუფციულ/დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია. მისი აღმასრულებელი დირექტორია ეკა გიგაური;
„საფარი“ – ქალთა უფლებებსა და საჭიროებებზე მომუშავე ფონდი, რომლის დირექტორია ბაია პატარაია;
„სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ – ყოფილი „ღია საზოგადოების ფონდი“, რომელიც ჯორჯ სოროსის ფონდის გლობალურ ქსელში ცვლილებების შემდეგ, 2024 წლიდან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს. მისი ხელმძღვანელია ქეთი ხუციშვილი;
„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC) – ანალიტიკური-კვლევითი ცენტრი, რომელიც აერთიანებს მკვლევრებსა და ყოფილ დიპლომატებს. ეს ორგანიზაცია ყოველწლიურად მასპინძლობს თბილისში ცნობილ საერთაშორისო კონფერენციას, „თბილისის საერთაშორისო კონფერენციას“, რომელსაც 2018 წლამდე „ქართული ოცნების“ მაღალი რანგის პირებიც ესწრებოდნენ. EPRC-ის აღმასრულებელი დირექტორია ნინო ევგენიძე;
„საქართველოს მომავლის აკადემია“ – 2015 წელს დაფუძნებული ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდების საკითხებზე მუშაობს; ამჟამად ატარებს ლექციების სერიებს „ფენიქსის ორდენის“ სახელით. აღმასრულებელი დირექტორია მარი კაპანაძე, ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი კი ალექსანდრე ზიბზიბაძე („ფრანკლინის კლუბის“ თანადამფუძნებელი).
განჩინების თანახმად, ინფორმაციას სთხოვენ ყველა კომერციულ ბანკს, შემოსავლების სამსახურსა და ჩამოთვლილ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკისგან ითხოვენ ორგანიზაციების მიერ 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 11 ივნისამდე პერიოდში განხორციელებულ ტრანზაქციებს.
რას ითხოვენ ორგანიზაციებისგან
ანტიკორუფციული ბიურო არასამთავრობო ორგანიზაციებს სთხოვს, გაუგზავნონ ყველა ხელშეკრულება, – მათ შორის საგრანტო ხელშეკრულება, – რაც კი 2024 წლის 1 იანვრიდან დაუდიათ უცხოელ დონორთან თუ ქართველ ფიზიკურ პირებთან.
ჩამონათვალი, ვისთან დადებულ ხელშეკრულებებს სთხოვენ, ასეა დაკონკრეტებული:
საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია;
სპორტული ასოციაცია, ფედერაცია და კომიტეტი;
საფინანსო საკრედიტო ინსტიტუტი;
უცხო ქვეყნის მთავრობა ან მისი წარმომადგენლობა უცხოეთში;
საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი;
აგრეთვე ფიზიკურ პირებთან თანამშრომლობის ფარგლებში, 2024 წლიდან დადებული ყველა ხელშეკრულება, მათ შორის საგრანტო ხელშეკრულება/შეთანხმება;
ასევე, ასეთ დოკუმენტში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება.
ბიურო NGO-ებს სთხოვს, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ორგანიზაციასთან თუ პირთან თანამშრომლობის ფარგლებში, იმავე პერიოდში დადებული ყველა ხელშეკრულების, შეთანხმებისა თუ მათში ცვლილების ფარგლებში დადებულ ყველა სხვა შესაძლო ხელშეკრულებას.
არასამთავრობოებს სთხოვენ ასეთ დოკუმენტებთან დაკავშირებულ „ნებისმიერ ფინანსურ და იურიდიულ დოკუმენტაციას“. მათ შორის:
სამუშაო გეგმას;
თანხების გაცემის გრაფიკს;
საგრანტო ბიუჯეტის დეტალურ პროექტს;
მის ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებებს;
მიღებული ფულადი სახსრების და „მატერიალური ფასეულობების“ შესახებ ინფორმაციას – ყველანაირი დეტალის მითითებით;
ხელშეკრულების კონტრაქტის შუალედურ და საბოლოო ანგარიშს(„ნარატიული ანგარიში“);
ინვოისებს;
მიღება-ჩაბარების აქტებს;
საგადახდო დავალებებს;
ხარჯთაღრიცხვის ცნობებს;
ხელფასის უწყისებს;
ხელშეკრულების ფარგლებში საქმიანობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას – საქმიანობის აღწერა, მიზანი, განხორციელების თარიღი, ადგილი, დრო, ბენეფიციარები, მონაწილე პირების მითითებით;
დაკონკრეტებულია, რომ მოთხოვნილია მონაწილე პირებისა და ასევე ბენეფიციარების სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
მოთხოვნილია „აქტივობის ამსახველი ვიდეოფოტომასალა“;
სთხოვენ ასევე „შესაბამისი კორესპონდენციისა და მასთან დაკავშირებული მიმოწერის ამსახველ ინფორმაციას, თუ მხარეთა შორის არსებობს შეთანხმება კორესპონდენციის სახით“;
მოთხოვნილია ორგანიზაციების სოციალური ქსელების მისამართები და ამ ქსელების ხარჯები.
„ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ ანტიკონსტიტუციური, რუსული კანონების აღსრულება მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით დაიწყო“, – ასე შეაფასეს ორგანიზაციებმა დღეს, 18 ივნისს, მიღებული მოთხოვნები.
„ისინი ჩვენგან, უფლებადამცველებისგან, სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ითხოვენ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას“, – თქვა სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ხელმძღვანელმა ქეთი ხუციშვილმა.
მისი განმარტებით, ეს ინფორმაცია ეხება „წამების მსხვერპლებს, ძალადობის მსხვერპლ ქალებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს, მასწავლებლებს, პენსიონერებს, შშმ პირებს, მეწარმეებს, მამხილებლებს, ჟურნალისტებს, დამკვირვებლებს, უკანონოდ გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებსა და მათი ოჯახის წევრებს“.
“გრანტების კანონი” ავალდებულებს გრანტის მიმღებსაც და გამცემსაც, რომ მთავრობის ნებართვის გარეშე გრანტი არ გაიცეს. “გრანტების კანონი” – რომელსაც არასამთავრობოები უწოდებენ „ქართველი ხალხის დევნის აქტს“, – ადგენს, რომ:
თუ ორგანიზაციამ გრანტი თანხმობის გარეშე მიიღო − მას გრანტის ორმაგი ოდენობით დააჯარიმებენ;
ცრუ ინფორმაციის მიწოდება 2000 ლარით ისჯება. განმეორებით ცრუ ჩვენება კი 4000 ლარით დაჯარიმდება.
პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა 6 წელია.
ამასთან, სულ მცირე, 5-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს „გრანტების კანონში“ ცვლილებების პარალელურად მიღებული „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA), – რომელიც, ამერიკული ორიგინალისგან განსხვავებით, არ განარჩევს სამოქალაქო ორგანიზაციებს პოლიტიკური ლობიზმის შემთხვევებისაგან.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა 8 აპრილს წინასწარ ჩამოთვალა ის ორგანიზაციები, რომლებსაც „გრანტების კანონში“ პარტიის მიერ შეტანილი ცვლილებების შემდეგ აღარ ექნებათ გრანტების მიღების უფლება.
მაჭავარიანმა მათ „არასასურველი ორგანიზაციები“ უწოდა და ამ კონტექსტში დაასახელა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური და ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომლებიც „ძირგამომთხრელ საქმიანობაში“ დაადანაშაულა.
არასამთავრობოები მოსამართლის განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, თუმცა ნაკლებად ვარაუდობენ, რომ მათი საჩივარი დაკმაყოფილდება.