20 წლის შიშველი მადონას ფოტოსურათები გამოქვეყნდა [Photo/video]

ბრიტანულმა გაზეთმა The Daily Mail-მა ამერიკელი მომღერლის, მადონას მთლიანად გაშიშვლებული ფოტოსურათები გამოაქვეყნა, რომელიც მან 36 წლის წინ გადაიღო.

შავ-თეთრ ფოტოებზე 20 წლის დამწყები მომღერალი შიშველი პოზირებს. 1979 წელს სურათები ფოტოგრაფმა მარტინ შრაიბერმა გადაიღო.

შრაიბერმა და მადონამ ერთმანეთი “Photographing the Nude”-ის სემინარზე გაიცნეს. მაშინ ფოტოგრაფმა ახალბედა მომღერალს მოდელობა შესთავაზა, რის შემდეგაც მოარული ჭორების თანახმად, ისინი საყვარლები გახდნენ.

გამოცემის ინფორმაციით, სურათები მამაკაცების პოპულარულ ჟურნალ Playboy-ის 2015 წლის მაისის ნომერში გამოქვეყნდა და მადონას ახალ წიგნში, სახელწოდებით “Madonna: Nudes II” დაიბეჭდება. ამის გარდა, ფოტოსურათებს პარიზის ექსპოზიციაზე გამოფენენ, რომელსაც საფრანგეთის დედაქალაქში 9 დეკემბერს დაგეგმილ მომღერლის კონცერტს დაამთხვევენ.

მადონა ლუიზა ჩიკონე (დ. 16 აგვისტო, 1958) — ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი, მოცეკვავე, კინოპროდიუსერი და მსახიობია. იგი ცნობილია ინოვაციური მუსიკალური ვიდეოებით,საგულდაგულოდ დადგმული წარმოდგენებით – საკუთარ შემოქმედებაში სკანდალური ხასიათის პოლიტიკური, სექსუალური და რელიგიური თემატიკის გამოყენებით. მადონამ თავისი პოპ-ეპოქა შექმნა და პოპ-მუსიკის დედოფლის გვირგვინი დამსახურებულად მოირგო.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”24758″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button