მნიშვნელოვანისიახლეები

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა აქციებზე დაკავებული 11 პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციებზე დაკავებული და ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 პირის საქმის განხილვა გაიმართა.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა არ შეცვალა მათი აღკვეთის ღონისძიება და ისინი კვლავ პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლემ დაცვის მხარის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
პროკურატურა ყველა ბრალდებულის კვლავ პატიმრობაში დატოვებას შუამდგომლობდა.

სხდომა ბრალდებულების შუამდგომლობით დაიწყო, რომლებმაც სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატების აცილება მოითხოვეს. მათ ნდობა მხოლოდ კერძო ადვოკატებს გამოუცხადეს.

სახაზინო ადვოკატებმა ასევე დააფიქსირეს პოზიცია და აღნიშნეს, რომ ისინი მხარს უჭერენ ბრალდებულთა მოთხოვნას, რადგან ადვოკატსა და კლიენტს შორის ნდობა აუცილებელი ფაქტორია. მიუხედავად ამისა, ბრალდების მხარე არ დაეთანხმა შუამდგომლობას.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, სახაზინო ადვოკატები საქმეში დარჩებიან, თუმცა მათთან ერთად კერძო ადვოკატები განაგრძობენ ბრალდებულების დაცვას. მოსამართლემ განმარტა, რომ ადვოკატების დამატება საჭირო გახდა იმისთვის, რომ საქმე არ გაჭიანურებულიყო, რადგან გასულ სხდომაზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი არ ესწრებოდა პროცესს.

მოსამართლის აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბრალდებულების კერძო ადვოკატები არ დაეთანხმნენ. მათ მოსამართლეს აცილების შუამდგომლობა წარუდგინეს იმ არგუმენტით, რომ გადაწყვეტილება არღვევს დაცვისა და ბრალდებულთა უფლებებს.

ერთადერთი ადგილი მაქვს, სადაც მივიმალები, გაბიტაშვილმა სიგელი რომ გადმოგცათ, იმ სიგელის უკან ვიქნები მიმალული , – ამ სიტყვებით მიმართა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა იუმორისტმა ონისე ცხადაძემ საქმის პროკურორებს.

დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გადასინჯვაზე მსჯელობისას ცხადაძემ განმარტა, რომ პროკურატურა 7 თვეა, ორ არგუმენტს აჟღერებს სასამართლო პროცესზე, რაც ბრალდებულების მხრიდან ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენასა და მიმალვის საფრთხეს გულისხმობს.
სხდომაზე ბრალდებულებმა კვლავ განაცხადეს, რომ სავალდებულო წესით დანიშნულ ადვოკატებთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ, რადგან მათი ნდობა მხოლოდ კერძო უფლებადამცველებს აქვთ.

პროცესზე მოსამართლის აცილების საკითხიც განიხილეს, თუმცა ნინო გალუსტაშვილმა თავი არ აიცილა.

ცხადაძის თქმით, ამის საფრთხეები არ არსებობს.

“ახალი დანაშაულის საფრთხეს ლოგიკაში ვერ ვხვდები. ვთქვათ, დანაშაული ჩავიდინე და 4 წელი მომისაჯეს, რომ გამოვალ, მერე? ციხე ჩემთვის გამოსასწორებელი ადგილი არის, მე ვარ წესიერი მოქალაქე, რომელსაც არასდროს დაუშავებია ცხოვრებაში. ახლა ვფიქრობ, 33 წლის რომ გამოვალ აქედან, გაბოროტებული, მაგრამ არ გავბოროტდები, ასეთი ადამიანი არ მგონია, ვიყო.

მიმალვის საფრთხეო, ერთი ადგილიც მითხარით, თეორიულად, სად შეიძლება მივიმალო. ბატონო მოსამართლე, არ გეცოდინებათ და გეტყვით, ჩემი ყოველი დილა იაფფასიანი ენერგეტიკულით და სიგარეტით იწყებოდა, მე სად უნდა მივიმალო, ერთი ადგილი მაინც რომ მითხრათ, სად მივიმალები? მილიონჯერ მითქვამს, ვივლი გარედან. მომისჯით? კი ბატონო, არ მეშინია ამის, გააზრებული მაქვს სადაც ვიდექი და რატომ ვიდექი.

თეორიულად მითხარით, ჩემს ადგილზე რომ წარმოიდგინოთ თავი, სად შეიძლება მივიმალო? შეგიძლიათ მითხრათ?

მე ვიტყვი მაშინ, ერთადერთი ადგილი მაქვს, სადაც მივიმალები, გაბიტაშვილმა სიგელი რომ გადმოგცათ, იმ სიგელის უკან ვიქნები მიმალული”, – განაცხადა ცხადაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძეს და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button